x
image
მოზამბიკელი
"ამას ჰქვია წართმეული ბავშვობა!"-გორის რაიონში მცხოვრებ სამ მცირეწლოვან ბავშვს ბებია უმძიმეს პირობებში ზრდის
გორში მცხოვრები ცხოველთა უფლებათა დამცველი ირმა მთიულიშვილი, რომელიც ასევე ხშირადაა ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე გორის რაიონ სოფელ ვარიანში მცხოვრებ მციროწლოვნების შესახებ წერს, რომლებსაც ბებია გაჭირვებით ზრდის.

image

ირმა მთიულიშვილის პოსტიდან ვიგებთ, რომ ბავშვებს მამა არ ჰყავთ, დედამ კი მიატოვა და სხვა ოჯახი აქვს. ბავშვები თავის დედას დაუტოვა.

ბებია და მისი სამი შვილიშვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მათ დასახმარებლად ისრაელში მყოფი ქართველების ორგანიზაცია "ქართველნი"-ს წარმომადგენლებმა პროდუქტები შეიძინეს და ოჯახს მიუტანეს.


ირმა მთიულიშვილი ბავშვების ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს, რომლის ნახვისას ცრემლები მოგადგებათ.

ანგელოზებივით ბავშვები ცივ ზამთარს ბეტონის იატაკზე ატარებენ, არა აქვს საკმარის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ბებია მათ გათბობას შეშის ღუმლით ცდილობს, რომლის ასანთებად ფიჩხის შეგროვება სხვადასხვა ადგილებში უწევს.

"ამას ქვია წართმეული ბავშვობა. ბავშვებს მამა არ ყავთ დედამ ბებიასთან დატოვა, წავიდა სხვა ოჯახი შექმნა და შვილები საკუთარ დედას დაუტოვა. ორი წლის სამი წლის ბიჭები და მესამე კლასელი გოგონა, ბებიის ანაბარად ცხოვრობენ. ჩვენს წასვლამდე მეზობელს დავურეკე და თურმე ბავშვები ბაღში არ ყოფილან, წინა დღით დარეცხილ რეიტუზები რომლებიც გამოსაცვლელიც არ აქვთ ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამე კლასელ ბავშვს ყავდა ჩაბარებული. შეშის ღუმელი სადაც უდგათ შეშა გამოლევიათ და ჩვენს ასვლამდე გათბობაც ვერ მოესწრო, ლიანდაგებზე მოგროვილ ფიჩხებით დანთებულ ღუმელს. შესასვლელში ურიკა და სველი ფიჩხი იყო, სახლი საკმაოდ ღარიბული და დაკრიალებული. უამრავ ოჯახს ოჯახს დავეხმარეთ და პირადად მე ამ ოჯახიდან შოკირებული წამოვედი. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა. იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იციან რომ არ უნდა მიეკარნონ და მთელი დღე ასე მარტო არიან. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია უნდა დაიზეპირო რომ არსად ჩავარდე, არ ვიცი ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერანეთზე აკრულები არიან. ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი კლიათ. ეს არის ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტების ორგანიზაცია "ქართველნის" კიდე ერთი აქცია გორის რაიონში სოფელ ვარიანში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტკბილეული მიუტანეს. დღეს ორ ოჯახს დაეხმარნენ და პირადად მე შეძრული ვარ ხალხი რა პირობებში ცხოვრობს და ზრდიან შვილებს. დედებო თქვენი შვილები ზურგზე მოიკიდეთ, არსად დატოვოთ ღვთის ანაბარა. ნუ წაართმევთ იმ ბავშვებს ბავშვობას რომელიც თქვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ კი ამ პატარების სანტები ვიქნებით 2018 წლის დამდგომს."-წერს მთიულიშვილი

1
163
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
163
  
2018, 15 ნოემბერი, 22:50
ეგ არის ბებიის ბრალი, თავის უსინდისო შვილს უფრთხილდება, ან მოკიდოს მაგ ბავშვებს ხელი და მიუყვანოს დედამისს და დაუსვას, ბებიაა ვალდებული და დედა არა? ეგ ქალი თვის უსინდისო შვილს უფრთხილდება ოჯახში პრობლემა არ შეექმნასო, ან კიდევ უჩივლოს და ალიმენტი დააკისროს
0 1 1