საქართველო "სააკაშვილი ცირკის გარდა ჯერჯერობით ვერსად ივარგებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი 2017, 13 დეკემბერი, 11:05 გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მიშა პოროშენკოს გაურიგდა და ამიტომ გამოუშვეს.
ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„P.S. ცხადია ყველასთვის კარგია, რომ არ დაიჭირეს - პოროშენკოსთვისაც. ეგებ მიხვდეს ოდესმე უკრაინის პრეზიდენტი, რომ ეგ კაცი თავის ნებაზე უნდა მიუშვას... ციხეში რომ მჯდარიყო არ მინდოდა.
სხვა მხრივ, ცირკის გარდა ჯერჯერობით ვერსად ივარგებს - აი, თუ რაღაც თერაპიას გაივლის, თავს უშველის, დაწყნარდება და მეგალომანიას დაამარცხებს, შეიძლება რაღაც შეძლოს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
477 2-ს მოსწონს
|