x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ შევამციროთ კუჭის ზომა ოპერაციის გარეშე – 100% ბუნებრივი გზა!

გზას, რომელსაც აქ გთავაზობთ — უბრალო ნაბიჯებია, რომელსაც კუჭის მოცულობის ბუნებრივად შემცირება შეუძლია, რაც ორგანიზმის მიერ საკვების მოთხოვნილების შემცირებას გამოიწვევს და ჭარბი წონისგან დაგიცავთ.

image

I ნაბიჯი:


გახდომის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბევრი ადამიანი მარცხს ნებისყოფის უქონლობის ან ჟინის ნაკლებობის გამო განიცდის. ჭარბ წონასთან ბრძოლისას, საუკეთესო მეთოდი ის არის, რომლის დროსაც მიზნის მისაღწევად დიდი დრო არის საჭირო — ანუ, უკეთესია, თუ წონაში კლება ნელ-ნელა მოხდება. ასეთ შემთხვევაში შედეგიც უფრო ხანგრძლივი და სტაბილური იქნება.


II ნაბიჯი:


ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, წონის დაკლების პროცესში, სწორი კვებაა, რომლის დროს ადამიანი წონაშიც იკლებს და თან ჯანმრთელობასაც ინარჩუნებს. მაგრამ გახსოვდეთ: აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მადა, რომელიც შესაძლებელია შიმშილის გრძნობაში აგერიოთ, ხოლო ამ 2 გრძნობის გასარჩევად, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, — არ უნდა იშიმშილოთ...

იმისთვის, რომ სხეული ფორმაში მოიყვანოთ და მტანჯველ დიეტებს თავი აარიდოთ, შემდეგი 5 პირობა უნდა შეასრულოთ:



1. რაციონში ნატურალური ბოჭკოს შემცველი საკვების რაოდენობის გაზრდა


მადის შემცირების და გახდომის ერთ-ერთი ხერხი, — ნატურალური ბოჭკოების მოხმარების ზრდა არის, რაც ნაწლავების ფუნქციის რეგულირებას და ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ეს საკვები კუჭში მოხვედრისას დიდ ადგილს იკავებს და დანაყრების შეგრძნებას იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაციონში ასეთი საკვების ერთბაშად მკვეთრი ზრდა არ შეიძლება – ეს თანდათანობით, რამდენიმე კვირის მანძილზე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმს დისკომფორტი შეექმნება და თავს ცუდად იგრძნობთ.

რაც შეეხება საკვებ ბოჭკოს, ის ორი სახის არის: ხსნადი და უხსნადი.

ხსნადი, ორგანიზმში მოხვედრისას წყალს იწოვს, მოცულობაში იზრდება და ბლანტ და წებოვან ნივთიერებად გარდაიქმნება. მსგავსი პროცესის დაკვირვება, შვრიის ფანტელებზე ცხელი წყლის დასხმის შემთხვევაში შეიძლება. გაფუებისას, ხსნადი ბოჭკოები მოცულობაში იზრდება და კუჭს ავსებს, რაც დანაყრების შეგრძნებას იწვევს.

დიდი რაოდენობით ხსნად ბოჭკოებს შემდეგი პროდუქტები შეიცავს: ვაშლი, ფორთოხალი, სტაფილო, კარტოფილი, შვრია, ლობიო და მუხუდო.

უხსნადი ბოჭკოები გადის საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაკლებ წყალს იწოვს და მოცულობაში თითქმის არ იცვლება. ის ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და აჩქარებს მოუნელებელი საკვების და ტოქსიკური ნივთიერების გამოსვლას.

უხსნადი ბოჭკოვანებით მდიდარია ქატო და სხვა სახის დაუმუშავებელი მარცვლეული კულტურები და ბოსტნეული: ნიახური, ბროკოლი, კომბოსტო, ხახვი, პომიდოტი, სტაფილო, კიტრი, მწვანე პარკოსნები, მუქფერიანი ფოთლების მქონე ბოსტნეული.

არის პროდუქტები, რომლებიც როგორც ხსნად, ისე უხსნად ბოჭკოებს შეიცავს: თხილეული, მზესუმზირა, სელის თესლი, პერლოვკა.



2. ყურადღება მიაქციეთ საუზმეს


განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საუზმეს, რომ სადილამდე მშიერი არ დარჩეთ. საუზმე ადამიანს ენერგიით ავსებს და დღის ბოლომდე მადის შემცირების საუკეთესო საშუალებაა.

უზმოზე მიირთვით ხილი, საუზმეზე უცხიმო ყველი, ნატურალური იოგურტი, კეფირი, კვერცხი, წიწიბურის ან შვრიის ფაფა.



3. ხრაშუნა წახემსება


საუზმეს, სადილის და ვახშამს შორის მიირთვით პროდუქტი, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს: ვაშლი, მსხალი, ჩირი, თხილეული და მზესუმზირა. ეს კუჭის მოსატყუებლად და შიმშილის გრძნობის შესამცირებლად ძალიან ეფექტური ხერხია.



4. წყლის სმა


ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება, ასაკის და წონის გათვალისწინებით. წყალი ორგანიზმიდან ტოქსიკურ ნივთიერებასაც გამოდევნის და პარალელურად, მადის შემცირების საუკეთესო საშუალებაც არის. მაგრამ, წყლის სმასაც თავისი წესი აქვს: წყალი საკვების მიღებამდე, მინიმუმ, 15 წუთით ადრე და მიღებიდან, – 1 საათის შემდეგ უნდა დალიოთ.



5. მოერიდეთ მლაშე და ტკბილი საკვების ცხიმებს


მოერიდეთ ისეთ საკვებს, რომელიც ტვინის სიამოვნების ცენტრებს «აფხიზლებს». ყველაზე სახიფათო ტკბილ და მარილიან საკვებში შემავალი ცხიმებია. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს და შეამცირეთ კალორიების მოხმარება. მიირთვით ჯანსაღი საკვები, ნატურალური პროდუქტრბი, უარი თქვით სწრაფი კვების ობიექტების საკვებზე და შაქრის შემცველ გამაგრილებელ სასმელებზე.

ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, აუცილებლად გექნებათ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთუ წონაში დაკლებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! 5 რჩევა წონის დასაკლებად (და არანაირი დიეტა!)

1
2654
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2654
  
2019, 31 იანვარი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1