x
image
ფიქრია ჯიქია
8 ნივთი, რომლებზეც კაცობრიობა არ იტყვის უარს
image

მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნე - ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის საუკუნეა, ჩვენ განვაგრძობთ იმ ნივთების გამოყენებას, რომლებიც გამოიგონეს ათასობით წლის წინ.


ფანქარი

პირველად გრაფიტის ფანქარი აღწერილია 1565 წელს შვეიცარიელი მეცნიერ-ენციკლოპედისტის კონდრად გესნერის მიერ. ფართო გამოყენებაში ფანქრები შემოვიდა 1761 წელს, როდესაც გერმანიაში, ნიურნბერგში კაპარ ფაბერმა დაიწყო მათი ფაბრიკული წარმოება.

image

სანთელი

ცვილის სანთლები ხალხში გამოიყენება 5000-ზე მეტი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მათი წარმოშობის შესახებ ცოტაა ცნობილი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ პირველი სანთლები გამოიგონეს ძველ ეგვიპტეში.

image

ბორბალი

ბორბლის გამოგონება წარმოადგენს ისტორიის ერთ-ერთ გამოცანას. უძველესი ბორბალი ნაპოვნი იქნა მესოპოტამიის ტერიტორიაზე, რომელიც დამზადებული იყო 55 საუკუნის წლის წინ.

image


სარკე

სარკეების თანამედროვე ისტორიას აითვლიან 1240 წლიდან, როდესაც ევროპაში ისწავლეს მინის ჭურჭლის დამზადება. ჩვენთვის ჩვეული ბრტყელი სარკის გამოგონების თარიღია მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისი.

image

კომპასი

კომპასი გამოგონებული იქნა ჩინეთში სუნების დინასტიის მმართველობის დროს. ევროპაში კომპასის გამოყენება დაიწყეს XII-XIII საუკუნეებში.

image

იალქანი

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის გამოიგონეს იალქანი, არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს მოხდა უძველეს დროში. იალქნის მსგავსი გამოსახულება აღმოჩენილია სურათზე, რომელიც ეგვიპტეშია ნაპოვნი. ის დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით.

image

ქვიშის საათი

ითვლება, რომ ის გამოიგონეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნის შუახანებში ალექსანდრიაში. დასავლეთ ევროპაში ქვიშის საათის შესახებ გაიგეს მხოლოდ შუასაუკუნეებში. ერთ-ერთი პირველი მოხსენიება მის შესახებ თარიღდება 1339 წ.

image

ლურსმანი

პირველი ლურსმნები გაკეთებული იქნა ბუნებრივი მასალებისგან: თევზის ძვლებისგან, ეკლებისგან, ხისგან. რკინის ლურსმნების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებმა დაიწყეს ბრინჯაოს ხანაში.

image

0
230
5-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0