მსოფლიო რას წერს ბრიტანული პრესა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე 2017, 11 დეკემბერი, 19:54 ამჟამად უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის დროით 13 საათზე დაიწყო., რასაც წინ უძღოდა გუშინდელი აქცია კიევის ცენტრში. სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის ცენტრში გუშინ შეიკრიბნენ და როგორც ბრიტანული პრესა წერს, მაიდანზე ასეულ ათასობით მხარდამჭერი იყო მობილიზებული.მაიდანზე მოხდა მასობრივი საპროტესტო აქციების ფოკუსირება, რომელიც ერთადერთი მოთხოვნით იყო შეკრებილი: - " პოროშენკოს იმპიჩმენტი".მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა შეკრებილ უკრაინელებს სიტყვით მიმართა და თქვა: - " უკრაინის ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, მიშა დააპატიმრეს პოროშენკოს ბიზნესის ფონზე, რომელსაც შოკოლადის ბიზნესი აქვს უკრაინაში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოროშენკოს, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი და ხალხი არ არის ნაკეთობა".დემონსტრანტებმა პოროშენკოს კომპანიის "Roshen" კუთვნილი საკონდიტრო მაღაზიები დაანგრიეს და ფანჯრები დაამსხვრიეს.სააკაშვილის მოკავშირე ეგორ სობოლევი, რომელიც პოროშენკოს მოკავშირე და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პრეზიდენტის გადაყენებას და იმპიჩმენტს ითხოვს, რომ " იმპიჩმენტი არის გზა კლეპტოკრატიიდან დემოკრატიისკენ". პოლკოვნიმმა ვალერი შაპოვალოვმა დიდი პოსტი გამოაქვეყნა: - " პოროშენკო ოლიგარქია და სულელია.მას კორუფციასთან ბრძოლა ელის, "ფუტკარი თაფლს ვერ შეაჩერებს". აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ნაციონალური ჯგუფები. dailymail ცნობით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ორჯერ აირჩია საქართველოს პრეზიდენტად და რომელიც პოსტსაბჭოთა კორუფციულ ქვეყანას 2004 - 2013 წლებში მართავდა, მან თავისი ძალისხმევით ანტიკორუფციული რეფორმები გაატარა, მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ გააკრიტიკა და ოპონენტები მას ავტორიტარულ მმართველად განიხილავდნენ.მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ოპოზიციის ლიდერი გახდა, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა. დღეს სააკაშვილი პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმის და კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის პატიმარია. სასამართლო პროცესის დაწყებამდე 200 მომხრე პოლიციამ პეხერსკის რაიონულ სასამართლოშსი ჩაკეტა.სააკაშვილმა მხარფდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა: - " ჩვენ არ გვინდა კონფრონტაცია, ჩვენ არ გვინდა რაიმე მკვეთრი ნაბიჯები".უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა ბრალდებით, რომ მას კავშირი ჰქონდა უკრაინელ ბიზნესმენთან, რომლითაც პოროშენკოს ჩამოგდება უნდა განეხორციელებინა. სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და აპროტესტებს პატიმრობას. ის თავს " უკრაინელი ოლიგარქების პატიმრად მიიჩნევს". 814 4-ს მოსწონს |
სანდრას უკრაინა მისი მშობლიური მეთევზეების სოფელი ხომ არ ჰგონია ყველგან, რომ ერევა!?