შოუბიზნესი „ლამარია“ - ქართული ხელოვნების სამსახურში 2017, 11 დეკემბერი, 13:24 ![]() ყველაზე ამაღელვებელი კი, ლიგია მუშკუდიანის პატარა ქალიშვილის მიერ შესრულებული სიმღერა იყო, რომელიც მან ლეგენდარულ "ოთხ გიასთან" ერთად იმღერა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქართულ რეალობაში დავიწყებული პერიოდული გამოცემის ანუ ჟურნალის, ბეჭდვითი გამოცემის ხილვა, რომელიც შ.პ.ს. „ლამარიას" მიერ დაფუძნდა და პერიოდული გამოცემის ფორმატი შეიძინა, პირველი ნომერი კი, სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ. ლიგია მუშკუდიანი: - მე დავბრუნდი ჩემს საქართველოში, მე დავბრუნდი ჩემს მშობლიურ რუსთავში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკუთარ ქალაქში ახლიდან დავიმკვიდრო თავი და შემოქმედების ზეიმი ხშირად ვაჩუქო ხოლმე ჩემს ქართველებს, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ღონისძიების მთავარმა გმირმა. ორ საათიანი საპრეზენტაციო ღონისძიების შემდეგ კი, ტრადიციული ქართული სუფრა ერთ-ერთ რესტორანში გაიშალა, სადაც უკვე ვიწრო სამეგობრო წრეში სტუმარ-მასპინძელმა ახალი შემოქმედებითი გაერთიანება „ლამარია“ (რომელსაც უკვე დიდი ტრადიციები და გაკეთებული საქმეები უმაგრებს ზურგს) დალოცა და მომავლის წარმატებები უსურვა. ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ უერთდება ქართველი ვარსკვლავების სურვილებს და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს ორგანიზაციასაც და საკუთარ ხალხზე და ქართულ ხელოვნებაზე შეყვარებულ, შესანიშნავ ქალბატონს, შვილს, დედას და ხელოვანს ლიგია მუშკუდიანს. ![]() ![]() ![]() 108 3-ს მოსწონს
|