„გულის უკმარისობით დაიღუპა... დარდმა და ნერვიულობამ შეიწირა"
2017, 11 დეკემბერი, 8:19
პოლიტიკოსი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში სიმამრის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
„სიმამრის დაღუპვის ამბავი შემატყობინეს საქართველოდან. გულის უკმარისობით დაღუპულა. “ლაზიკას" და “დიდგორის" ერთერთი შემქმნელი. წესიერი, პატიოსანი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანი. გადაიყოლა დარდმა და ნერვიულობამ 65 წლის ასაკში. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, ვერ გემშვიდობები ..... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო კარგო და ნათელო კაცო."