შოუბიზნესი ნანი ბრეგვაძე ირაკლი ჩარკვიანზე: " მეშინოდა არ შემყვარებოდა.." 2017, 10 დეკემბერი, 15:27 ყველასთვის ცნობილია ირაკლი ჩარკვიანისა და ნანი ბრეგვაძის დუეტი სახელწოდებით "ისტორიას დარჩება", თითქოს წინასწარმეტყველურიცაა სიმღერის ტექსტიც " ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება, ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა.." ეს დუეტი ისტორიას დარჩა, მათი სიმღერაც, ასევე შემსრულებლები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ საკუთარ ჟანრებში გამორჩეულები არიან. ნანი ბრეგვაძე წლების შემდეგ ირაკლი ჩარკვიანთან პირველ შეხვედრას და დუეტის შესრულების პერიოდს იხსენებს. " ჩემთვის გამორჩეულია დუეტი ირაკლი ჩარკვიანთან, თავიდან ისე გამიკვირდა, როცა შემომითვალა რომ უნდოდა ჩემთან ერთად დუეტის გაკეთება, ვიფიქრე მე რა შუაში ვარ, მას სულ სხვა გზა აქვს, მე სულ სხვა ჟანრში ვმღერი, თუ ისე მამღერებთ როგორც მე ვმღერი მაშინ კი ბატონო, თუ არადა არ ვიცი რა გამოვა. შემდეგ მოვიდა ჩემთან, ისეთი ზრდილობიანი იყო, კარგი გაზრდილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ისეთი თვალებით მიყურებდა, მეშინოდა არ შემყვარებოდა და ვიფიქრე, რა კარგია რომ პატარაა, თორემ შეიძლებოდა შემყვარებოდათქო.. შემდეგ დუეტი რომ შედგა ყველას გაუკვირდა, შეიძლება მას მე ვერ გაუმართლე და ძალიან პატარა გამოვჩნდი მის გვერდით, მაგრამ ამ მომენტს ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემში და ამ ეპიზოდს არასდროს არ დავივიწყებ ... " - ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 1233 2-ს მოსწონს
|