სამეგრელო და ზემო სვანეთი „მახსოვს დრო როდესაც ინგირის მატარებლის სადგური არ ჩერდებოდა...“ 2017, 8 დეკემბერი, 23:21 სამეგრელო - დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია, რომელიც თავისი ისტორიით მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. რეგიონი, რომელიც არაერთი მტრის შემოსევის მსხვერპლი ყოფილა ყოველთვის საქართველოს ფარი იყო, თუმცა დროთაგანმავლობაში მან ყველა ის ფუნქია დაკარგა, რაც წლების მანძილზე სავიზიტო ბარათად ჰქონდა. საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები და მეგრული ღომი რეგიონისთვის დამახასიათებელი იყო, თუმცა ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და ერთ დროს ყველაზე ძლიერი რეგიონი დღეს იტალიური კომპანიის იმედად დარჩა. კომპანია, რომელიც ქართულ მიწაზე იტალიური ჯიშის თხილს აწარმოებს, რათა საბოლოო ჯამში ქართულ ფესვებზე დამზადებული შოკოლადი ბაზარზე გაუშვას. არსებულ პრობლემას აზიური მწერიც დაემატა და საბოლოო ჯამშირეგიონი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. რეგიონში არსებულ პრობლემებზე ზუგდიდის მკვიდრი პავლე ქვარაია ისაუბრებს. რა მდგომარეობაა სამეგრელოს რეგიონში ეკონომიკის მხრივ? სამეგრელოს რეგიონში ეკონომიკის მხრივ ცუდი სიტუაციაა, რეგიონში საარსებო წყარო თითქმის არ არსებობს. მახსოვს დრო როდესაც ინგირის მატარებლის სადგური არ ჩერდებოდა, ყოველ დღე რეგიონიდან უამრავი მატარებელი გადიოდა თხილით, ჩაით და ციტრუსით დატვირთული. ზუგდიდში პრობლემა არცერთ მოსახლეს არ ქონდა ვისაც ხელის განძრევა არ ეზარებოდა, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა სოფლების უმეტესობა იტალიური კომპანიის იმედად დარჩა. რა სამუშაოების შესრულება უწევს ადამიანს და რამდენია შემოსავალი? სიმართლე გითხრათ ძირითადად სამუშაოები სეზონურადაა დაყოფილი, უბრალო მუშას კომპანია დღიურად 25 ლარს უხდის, თუმცა სამუშაო დღეები ხშირად 10 ან 15 დღეა, მიზეზი უამინდობაა, შედარებით კარგი სიტუაციაა ზაფხულში, როდესაც თხილის კრეფა იწყება მაშინ კომპანიაში მომუშავე ადამიანი მინიმუმ 600 ლარს იღებს. რეგიონის უმეტეს სოფელში ამ ეტაპზე საარსებო წყარო სწორედ ეს არის. თქვენი აზრით, რატომ არ არის სამეგრელო სოფლის მეურნეობის კუთხით ისევ იმ მწვერვალზე? მიზეზი მარტივია, რეგიონში თითქმის არ დარჩა მიწა სადაც ჩაი იყო, ყველა აყარეს. ციტრუსს განვითარების საშვალება არ მისცეს, საქონლის მოშენებას აზრი არააქვს, რადგან მიწები კომპანიებმა შეისყიდეს და ადგილიც არ დარჩა. გასაქანი არსად გვაქვს. ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? სახელმწიფოსთან ერთად ამ ყველაფერში გლეხიც დამნაშავეა, იცით რატომ? ისეთი კულტურები, როგორიც თხილი, ჩაი და ციტრუსია ჩვენ გავანადგურეთ, თუმცა თხილი ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი მასშტაბით, რადგან ფასიც ნორმალური აქვს და მიწაც ხელს გვიწყობს. რაც შეეხება დამნაშავეს სახელმწიფოა თავიდათავი რადგან გლეხს მეტი ყურადღება უნდა მეტი დახმარება სჭირდება, ასე ერთჯერადი შესაწამლი მასალების დარიგებით არაფერი გამოვა. როგორი მდგომარეობაა რეგიონში იმ ფონზე, როცა აზიურმა ფაროსანამ ყველაფერი გაანადგურა? თავიდან ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე, თუმცა მისმა გამრვალებამ დღეს რეგიონი შესაძლოა საშიმშილოდ გაიმეტოს, მარტო ჩემს სახლში ათასობით არის და ვერაფერს ვუხერხებ, გაანადგურა თხილი შემდეგ სიმინდი და იმედია სახელმწიფო რამე გზას გამონახავს. რა დაუპირისპირა სახელმწიფომ აზიურ „გამანადგურებელს“? შესაწამლი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა უხეიროდ. შემოვიდნენ მანქანებით და მორჩა რაღაც ხსნარები გაასხსეს თუმცა დიდი ვერაფერი შედეგი მოიტანა. მეტია გასაკეთებელი თავიდანვე უნდა მიექციათ ყურადღება ამ მწერისთვის. არც ამერიკულ პეპელას დახვდა მზად წინა წლებში რეგიონი და ამის ფონზე ჭკუა უნდა ესწავლა სახელმწიფოს. რას დაგპირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურები? დაპირება შვილო სულ არის მოდიან შევწავლავთ ამას ვიზამთ იმას ვიზამთ, მაგრამ დიდი არაფერი. სახლიდან ათასობით მკვდარი ფაროსანა გამაქვს გადასაყრელად მთელი დღე ვებრძვით მე და ჩემი ოჯახი ამ მავნებელ მწერს. რას ელით მომავალში? რას ველოდო შვილო, რაც იყო განადგურდა თხილი თხილს არ გავს, სიმინდი სიმინდს და ასე შემდეგ. არაფრის იმედი არ მაქვს, ამით ვცხოვრობთ 2 სტუდენტი შვილიშვილი მყავს და ვცდილობ სხვა გზა გამოვნახო. ბანკში ყველას სესხი გვაქვს. იმედია სესხის გადახდას მაინც შევძლებთ. რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს? ვეტყოდი, რომ საქართველო ოდითგანვე სოფლის მეურობით არსებობდა და სჯობია გლეხებს ყურადღება მიაქციონ, ნუ ცდილობენ მოგვატყუონ და რაღაც წამლების გასხმის შემდეგ მადლობები გვახდევინონ. დღეს ყველაზე ცოდვა და დაუფასებელი გლეხია საქართველოში, რომელსაც ხან პეპლებთან უწევს ბრძოლა ხან აზიურ მწერებთან. 404 3-ს მოსწონს
|