საზოგადოება როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 2017, 8 დეკემბერი, 17:58 საახალწლო განწყობისთვის, ეპიზოდი #2.
იტალია იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს-ნაცარს ან ნახშირს. ინგლისი ინგლისში ახალ წელს ბავშვებისთვის წარმოდგენებს მართავენ. მხიარულ კარნავალში მონაწილეობას პატარებისთვის საყვარელი ზღაბრის გმირები იღებენ. მთელი ღამის განმავლობაში გარემოვაჭრეები, ფრანებს, ნიღბებს და სხვა საახალწლო აქსესუარებს ყიდიან. 56 2-ს მოსწონს 1-ს არა
|