პროზა „ბიბლუსი“ ნოემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს 2017, 8 დეკემბერი, 11:44
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ნოემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულებს აქვეყნებს, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურებიდან. ტოპ ათეულებში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ”ბიბლუსის” 55 ფილიალში. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, რეიტინგებში არ არის გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ნოემრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ამჯერად ორი უცხოელის, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - „სიყვარულის 40 წესი“ იკავებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მეორე ადგილზე დეტექტივების დედოფალი აგათა კრისტი და მისი ცნობილი წიგნი „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ გავიდა. მესამე პოზიციას კი დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე იკავებს წიგნით „აღიარება ხელისგულზე“. აღნიშნულმა რომანმა რამდენიმე თვის წინ სახალხო კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გაიმარჯვა. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. ”ბიბლუსი” ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში. ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა
ტოპ 10 საბავშვო წიგნი 156 4-ს მოსწონს
|