სხვა ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცებს განუწყვეტელი ერექცია აქვთ 2017, 8 დეკემბერი, 10:22 ირლანდიული სოფლის რინგასკიდის მაცხოვრებლები არაჩვეულებრივი მოვლენის თუ პრომლემის წინაშე დგანან, რომელიც მეზობლად მომუშავე ერექციის დისფუნქციის მწარმოებელი პრეპარატების ფაბრიკამ გამოიწვია.სოფელში მაცხოვრებელი მამაკაცების ნახევარს აღენიშნება განუწყვეტელი ერექცია, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The Irish Post. სოფლის მაცხოვრებელები დარწმუნებულები არიან, რომ ამის მიზეზი იქვე მომუშავე ფაბრიკაა, რომლის დამზადებული პრეპარატების ნაწილაკები ატმოსფროში იფანტება. "როგორც კი ქარი დაუბერავს მაშინვე გვეწყება "ეს", -აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი-ჩვენ უფასოდ ვიღებთ "სიყვარულის დასხივებას", ერთ-ერთი ქალბატონი კიდევ ამას "ღმერთისგან დალოცვას "უწოდებს და აღნიშნავს, რომ გრძნობს "რაღაცას ჰაერში". თუმცა პრეპარატის მწარმოებელმა კომპანია Pfizer -ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არის მითი, წამალი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე დანადგარებით მზადდება და მისი ჰაერში გაფანტვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ფოტოზე: სოფელი რიგანსკიდი(Darren Staples / Reuters) თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ რიგითი ირლანდიელები, მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი აღნიშნავს, რომ 5 წელია სოფელში არ ყოფილა და ახლა როცა ჩამოვიდა გაოცდა, როცა დაინახა, რომ სოფლის ძაღლები ერექციით დარბიან ეზოებში, როგორც ვარაუდობენ პრეპარატის კომპონენტები ჰაერიდან კი არა, წყალგაყვანილობიდან ხვდება ადამიანის ორგანიზმში. 108 4-ს მოსწონს
|