სისხლის სამართალი ქალის პროვოკაციის შედეგად კაცმა მკვლელობა ჩაიდინა 2017, 7 დეკემბერი, 19:08 ![]() 33 წლის დევიდ სონდერსმა მას შედეგ მოკლა საყვარლის, სარა ბრემლის ახალი საყვარელი მაიკლ ლოუსონი, როდესაც ქალმა გასახელებლად დევიდს ფოტო გაუგზავნა, სადაც სარას და მაიკლის სექსუალური აქტი იყო ასახული. გახელებული მამაკაცმა რამდენიმე წუთში ჩაიდინა მკვლელობა მას შემდეგ, რაც მისმა საყვარელმა ფოტო გამოუგზავნა, სადაც სხვა მამაკაცთან სექსით იყო დაკავებული.ტრაგედია ქალაქ დარლინგტონში მოხდა(დარემის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) ![]() როგორც პროკურორმა ნიკ სუიმ სასამართლოზე განაცხადა, სარა ბრემლის ორივე მამაკაცთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ სონდერსი ქალს აპრილის თვეში დაშორდა მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ქალი პარალელურად მაიკლ ლოუსონსაც ხვდებოდა. ![]() დევიდ სონდერსი ამტკიცებს, რომ თითქოს დანა არ ჰქონია:"მე მას ვუთხარი:"უბრალოდ გიყენებს ეგ ქალი, ჩემთანაც რეკავს და მწერს", მან მიპასუხა:"რატომ არ დაგვანებებ თავს? წადი რა!" და ხელი მკრა..მერე დავინახე რაღაც ეკავა მარჯვენა ხელში, დანა იყო, მაჯა დავუკავე და ამ ჭიდაობაში ბალახზე დავეცით, მოვახერხე, დანა წავართვი და დავარტყი". ![]() პროკურორი აცხადებს, რომ ივნისის თვიდან ორივე მამაკაცს ინტერესი გააჩნდათ სარას მიმართ, ხოლო ქალს ორივე კაცთან ჰქონდა ურთიერთიერთობა, სონდერსმა ერთხელ დაინახა როგორ დაატარებდა სარა მაიკლის ავტომობილს, ამის შემდეგ დევიდმა რამდენიმე შეურაცხმყოფელი სმს-ი გაუგზავნა ქალს, სარამ საპაუხოდ გაუგზავნა ფოტო, სადაც მაიკლთან ორალური სექსით იყო დაკავებული, ეჭვით დაბრმავებულმა დევიდ სონდერსმა აიღო დანა და მათ მიუვარდა. ![]() სასამართლო გრძელდება, ექვს დღეში Teesside Crown Court-ის ნაფიცი მსაჯულები განაჩენს გამოიტანენ. 179 7-ს მოსწონს
|