x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მესაზღვრეებმა საქართველოს მაქალაქე სარფის საბაჟოზე ბარგში აღმოაჩინეს

image

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მაქალაქე, 22 წლის ქალი, ერთ-ერთ სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს. მას თურქეთში ოფიციალურად შესვლა აკრძალული ჰქონდა და ქვეყანაში ამ გზით შესვლას ცდილობდა.
მესაზღვრეებმა კი ბარგის ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ქალი, ასევე საქართველოს მოქალაქე თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დიდი ზომის ჩანთით ცდილობდა.
ამ დროისათვის ორივე მათგანი დაკავებულია. ისინი მესაღვრეებმა ართვინის რეგიონის სადაზვერვო სამსახურებს გადასცეს.
ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. წინა შემთხვევაში მამაკაცს თურქი ბიჭუნა საქართველოს ტერიტორიაზე ხელბარგით გადმოჰყავდა.
0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0