x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
მენინგიტის 8 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა
image


მენინგიტი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მემბრანის ანთებასთან. ამ დაავადების ეტიოლოგია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სიმპტომები ჩვეულებრივ მსგავსია.

ითვლება, რომ ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდება ამ დაავადებით. არის სიმპტომები, რომელთა ცოდნა მშობლებს დაეხმარება ამოიცნონ მენინგიტი.

უეცარი ცხელება


მენინგიტის ნიშნები

მენინგიტის ერთ-ერთი ნიშანია ცხელება, რომელიც იწყება მოულოდნელად. ბავშვს ეწყება კანკალი და ამბობს, რომ ყოველთვის ცივა.
პაციენტს სწრაფად ეზრდება ტემპერატურა, მისი დაწევა კი ძალზე რთული ხდება. მაგრამ, რადგან ეს სიმპტომი მრავალი სხვა დაავადების ნიშანიცაა, აუცილებელია სხვა მახასიათებლებსაც მივაქციოთ ყურადღება .


ძლიერი თავის ტკივილი

თავის ტკივილი თავის ტკივილი ამდროს არამხოლოდ ძლიერი, არამედ სასტიკად აუტანელია. ამას თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა.


გამოსახულების გაორმაგება თვალებშიimage
მენინგიტით დაავადებულს არ შეუძლია მხედველობის ფოკუსირება, რის გამოც თვალებში გამოსახულება გაორმაგებულია.

მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინებაimage
მენინგიტით დაავადებულს ეკარგება მადა.ეს ყველაფერი კი გამოწვეულია მუდმივი მუცლის ტკივილით, რომელსაც ახლავს გულისრევა და ღებინება.

ფოტოსენსიტიურობა(სინათლის აუტანლობა)imageბავშვი ვერ იტანს მკვეთრ სინათლეს, უცრემლიანდება თვალები და თავის ტკივილი უფრო ძლიერდება. ამას თან ახლავს გულისრევაც.

კუნთების რიგიდობა

imageმენინგით დაავადებული არის განსაკუთრებულ პოზებში. უჭირს კისრის მობრუნება, ფეხები მოკეცილი აქვს.


უჭირს ფეხების მოხრა

imageთუ ბავშვს შუძლია კიდეც თავის დახრა გულმკერდისკენ, ვერ შეძლებს ამ მდგომარეობაში ფეხების მოხრას, რასაც ეწოდება ბრუდზინსკის ზედა სინდრომი.

მენინგიტის დროს ჩნდება კერნიგის სინდრომიც.ამ დროს შეუძლებელია მუხლში ფეხის მოხვრა, თუ კი ის აწეულია 90°-ით.

გაღიზიანებაკანზე არ იცვლება, ანუ არ ღიავდებაimage

მენინგიტის დროს კანზე ადგილი აქვს გამონაყარს. ადვილი ტესტი დაგეხმარებათ ისინი გამოარჩიოთ ჩვეულებრივი გამონაყარისაგან. აიღეთ გამჭირვალე ჭიქა, დაადეთ გამონაყარს ისე, რომ გაფეკმრთალდეს. თუ გაღიავდა, ესეიგი მენინგიტისგან არ არის, თუ ფერი არ იცვალა, მაშინ იყავით ფრთხილად და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.image

მენინგიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა, ამიტომ დროს აქვს დიდი მნიშვნელობა, სიმპტომების ცოდნა კი სწრაფ რეაგირებაში დაგეხმარებათ.

ვიმედოვნებ, მოწოდებული ინფორმაცია იყო სასარგებლო. გააზიარეთ ის, რომ ბევრმა შეიტყოს ამის შესახებ.




0
2483
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
2483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0