პროფილაქტიკა მენინგიტის 8 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა 2017, 6 დეკემბერი, 16:11 მენინგიტი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მემბრანის ანთებასთან. ამ დაავადების ეტიოლოგია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სიმპტომები ჩვეულებრივ მსგავსია. ითვლება, რომ ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდება ამ დაავადებით. არის სიმპტომები, რომელთა ცოდნა მშობლებს დაეხმარება ამოიცნონ მენინგიტი. უეცარი ცხელება მენინგიტის ერთ-ერთი ნიშანია ცხელება, რომელიც იწყება მოულოდნელად. ბავშვს ეწყება კანკალი და ამბობს, რომ ყოველთვის ცივა. პაციენტს სწრაფად ეზრდება ტემპერატურა, მისი დაწევა კი ძალზე რთული ხდება. მაგრამ, რადგან ეს სიმპტომი მრავალი სხვა დაავადების ნიშანიცაა, აუცილებელია სხვა მახასიათებლებსაც მივაქციოთ ყურადღება . ძლიერი თავის ტკივილი თავის ტკივილი ამდროს არამხოლოდ ძლიერი, არამედ სასტიკად აუტანელია. ამას თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. გამოსახულების გაორმაგება თვალებში მენინგიტით დაავადებულს არ შეუძლია მხედველობის ფოკუსირება, რის გამოც თვალებში გამოსახულება გაორმაგებულია. მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება მენინგიტით დაავადებულს ეკარგება მადა.ეს ყველაფერი კი გამოწვეულია მუდმივი მუცლის ტკივილით, რომელსაც ახლავს გულისრევა და ღებინება. ფოტოსენსიტიურობა(სინათლის აუტანლობა)ბავშვი ვერ იტანს მკვეთრ სინათლეს, უცრემლიანდება თვალები და თავის ტკივილი უფრო ძლიერდება. ამას თან ახლავს გულისრევაც. კუნთების რიგიდობა მენინგით დაავადებული არის განსაკუთრებულ პოზებში. უჭირს კისრის მობრუნება, ფეხები მოკეცილი აქვს. უჭირს ფეხების მოხრა თუ ბავშვს შუძლია კიდეც თავის დახრა გულმკერდისკენ, ვერ შეძლებს ამ მდგომარეობაში ფეხების მოხრას, რასაც ეწოდება ბრუდზინსკის ზედა სინდრომი. მენინგიტის დროს ჩნდება კერნიგის სინდრომიც.ამ დროს შეუძლებელია მუხლში ფეხის მოხვრა, თუ კი ის აწეულია 90°-ით. გაღიზიანებაკანზე არ იცვლება, ანუ არ ღიავდება მენინგიტის დროს კანზე ადგილი აქვს გამონაყარს. ადვილი ტესტი დაგეხმარებათ ისინი გამოარჩიოთ ჩვეულებრივი გამონაყარისაგან. აიღეთ გამჭირვალე ჭიქა, დაადეთ გამონაყარს ისე, რომ გაფეკმრთალდეს. თუ გაღიავდა, ესეიგი მენინგიტისგან არ არის, თუ ფერი არ იცვალა, მაშინ იყავით ფრთხილად და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მენინგიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა, ამიტომ დროს აქვს დიდი მნიშვნელობა, სიმპტომების ცოდნა კი სწრაფ რეაგირებაში დაგეხმარებათ. ვიმედოვნებ, მოწოდებული ინფორმაცია იყო სასარგებლო. გააზიარეთ ის, რომ ბევრმა შეიტყოს ამის შესახებ. 2480 4-ს მოსწონს
|