საქართველო სააკაშვილი სამართალდამცავებისგან მისმა მხარდამჭერებმა დაიხსნეს (+ვიდეო) 2017, 5 დეკემბერი, 16:20
სამართალდამცავებისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იქ შეკრებილ ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ იბრძოლონ ბოლომდე, არ შეეშინდეთ და არ დაუთმონ თავიანთი სამშობლო უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას. “ჩემი სიცოცხლე, თქვენი სიცოცხლეა"- განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა და ხალხს მოუწოდა გაჰყვნენ მას უკრაინის პარლამენტისაკენ, რათა მოახდინონ ხელისუფლების ინპიჩმენტი. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმ სცენარის გამეორებას აპირებს, რამ მან 2003 წელს საქართველოში მოახდინა, როდესაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის შენობიდან გააქცია და საბოლოოდ ხელისუფლება შეცვალა. 197 3-ს მოსწონს 1-ს არა
|