ქალი და მამაკაცი 12 იგავი ზოდიაქოების შესახებ, რომელიც უფრო მეტს გეტყვით , ვიდრე ჰოროსკოპი 2017, 4 დეკემბერი, 19:31 ყველაზე მაღალ მთაზე ცხოვრობდა ერთი ბრძენი. მას თოვლივით თეთრი თმა და წვერი ქონდა. უბრალო მოკვდავები ყველა საკითხზე რჩევას, სწორედ ამ ბრძენკაცს ეკითხებოდნენ. მისი რჩევები ადამიანების გულამდე ადვილად აღწევდა... ერთხელ ბრძენთან რჩევისთვის 12 ძმა-ზოდიაქო მივიდა. ყველას თავისი საკითხავი ჰქონდა ბრძენთან. მთელი დღე დუმდა გონიერი კაცი, მეორე დღეც და ძმები ელოდნენ, როდის მისცემდა ბრძენი მათ რჩევას. მეშვიდე დღეს, ახალი მთვარი შუქზე დაიწყო თავისი გონიერი საუბარი ბრძენმა. ძმებმა მოიპოვეს სიმშვიდე სულში და წავიდნენ გახარებულები.... ზღვის სანახავად. ვერძი ერთ ღარიბ სოფელში დაიბადა ბიჭი. მან გაატარა თავისი დღეები უაზროდ, მექანიკურად და ერთფეროვნებით, ისევე როგორც დანარჩენებმა ამ პატარა სოფელში და არ იცოდა, რა უნდა გაუკეთოს საკუთარ ცხოვრებას. ერთ მშვენიერ ღამეს მას დაესიზმრა ზღვა. არავის არ ენახა ზღვა სოფელში და არც არავის წარმოეგდინა სადმე წყალი, რომლის სიდიდეს საზღვარი არ აქვს. როდესაც ახალგაზრდამ თქვა, რომ ის მიდიოდა ზღვის შესანახად, ის სოფელში სულელად მიიჩნიეს და დასცინოდნენ. მაგრამ, ახალგაზრდამ მათ ყურადღება არ მიაქცია და წავიდე ზღვის მოსაძებნად. მან ბევრი იარა სანამ გზის გასაყარს არ მიადგა, შემდეგ ბიჭმა აირჩია ის გზა, რომელიც მის პირდაპირ იყო. რამდენიმე დღეში ის მიადგა ერთ-ერთ სოფელს. მისი მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ მშვიდი და უზრუნველყოფილი ცხოვრებით. როდესაც ბიჭმა მისი მოგზაურობის მიზეზი უამბო მათ, სოფლის მოსახლეობამ მას უთხრა, რომ დროს ტყუილად ნუ დაკარგავდა და მათთან ერთად ეცხოვრა. რამდენიმე წელი ბიჭი მართლაც ცხოვრობდა მათთან ერთად, თუმცა ერთ ღამეს კვლავ დაესიზმრა ზღვა. ბიჭს გაახსენდა თავისი ოცნება და კვლავ გადაწყვიტა ზღვის მოსაძებნად წასვლა. ის გამოემშვიდობა სოფლის მოსახლეობას და წავიდა იმ გზით, საიდანაც მოვიდა. როდესაც ის კვლავ მიადგა გზების გასაყარს, ამჯერად აირჩია სხვა გზა, რომელმაც დიდ ქალაქამდე მიიყვანა. ბიჭს ისე მოეწონა ქალაქი გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო. ერთობოდა, მუშაობდა და სწავლობდა. მას დაავიწყდა თავისი მოგზაურობის მიზანიც. რამოდენიმე წლის შემდეგ მან კვლავ ნახა სიზმარში ზღვა და გადაწყვიტა, რომ უაზროდ კარგავს სიცოცხლის წლებს და აუცილებლად უნდა იპოვოს ზღვა. ის დაბრუნდა გზების გასაყარზე და აირჩია მესამე გზა, რომელმაც ის ტყემდე მიიყვანა. ტყიდან გამოსვლისას, პატარა მინდორზე მან ქოხი დაინახა. ქოხთან ახალგაზრდა ქალი დაინახა. ქალმა ბიჭს მასთან დარჩენა შესთავაზა, რადგან მისი ქმარი ომში წავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მამაკაცი დათანხმდა, ისინი მრავალი წელი ცხოვრობდნენ ერთად, გაზარდეს შვილები და ცხოვრობდნენ ბედნიერად. მაგრამ ერთხელაც, ისევ დაესიზმრა ზღვა. მან მიატოვა ყველაფერი რასთანაც მრავალიწელი აკავსირებდა და კვლავ დაბრუნდა გზების გასაყარზე. ამჯერად აირჩია მეოთხე და უკანასკნელი გზა. ეს გზა ძალიან რთული გასავლელი იყო მისთვის რადგან ციცაბო კლდეებს მიუყვებოდა. მას ძალა სულ გამოელია. გადაწყვიტა უკვე მოხუცმა, ასულიყო მთის წვერზე, რომ იქნებ შორიდან მაინც მოეკრა თვალი ზღვისთვის. რამდენიმე საათის შემდეგ მოხუცი ავიდა მწვერვალზე. მისთვალწინ გამოჩნდა გზების გასაყარიც, სოფელიც სადაც მშვიდად ცხოვრობდა, მშვენიერი ქალაქიც და ასევე ქალის ქოხიც, სადაც ბევრი ბედნიერი წელი გაატარა, ხოლო და ძალიან შორს, ჰორიზონტზე მან დაინახა ლურჯი, უსაზღვრო ზღვა. აცრემლებული მოხუცი, სანამ შეწყვეტდა გულის ფეთქვას, ნანობდა, რადგან ყველა გზა, რომელიც მან აირჩია მიიყვანდა ზღვასთან, მაგრამ მან არცეთჯერ არ გაიარა ისინი ბოლომდე. ამაყი ირემი. ლომი ერთ ახალგაზრდა ირემს ჰქონდა დიდი და ლამაზი რქები. ის ძალიან ამაყობდა თავისი რქებით. ასეთივე ლამაზი და დიდი რქები სხვა, არცერთ ცხოველს არ ქონდა, ამიტომ ის მათ დასცინოდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, რომ არა მისი ფეხები. ის ფიქრობდა, რომ ისინი ძალიან მახინჯი და ძალიან თხელი(სუსტი) აქვს, ამიტომ ჩუმად განიცდიდა ამის გამო. ერთხელ ტყეში ხანძარი გაჩნდა, ყველა მხეცი გარბოდა ტყიდან. ამ დროს ირემმა დააფასა საკუთარი ფეხების მონილობა. ისინი მას მიაქანებდა ქარზე უფრო სწრაფად. ის აუცილებლად გადარჩებოდა, რომ არა მისი რქები, რომლებიც ხის ტოტებში გაეხლართა ირემს და გაქცევის საშუალება არ მისცა. ირგვლივ კი გარეული მხეცები დაძრწოდნენ და ცეცხლიც უახლოვდებოდა. მაშინ კი მიხვდა ირემი, როგორი კარგი ფეხები აქვს და რა გამოუსადეგარია მისირქები, რომლითაც ასე ამაყობდა! მხიარული მაიმუნი. მშვილდოსანი იყო ერთი მხიარული მაიმუნი, რომელიც ყოველ დილით დადიოდა მდინარეზე. მდინარე იყო ძალიან მშვიდი და მაიმუნს მოსწონდა მისი ყურება. როგორც სარკეში, ისე ჩაიხედებოდა ხოლმე მდინარეში მაიმუნი და მხიარულად გაჰყვიროდა. ასე გადიოდა დრო... ერთხელაც მაიმუნი მდინარესთან არ მივიდა, ასე მოხდა მეორე დღეს და მესამე დღესაც. მდინარე თითქოს სულ გაჩუმდა, რომ გაეგონა ნაცნობი ნაბიჯების ხმა, მაგრამ მაიმუნი არჩანდა. მდინარემ მოიწყინა და ყველაფერმა მასში დაკარგა სიმშვიდე. მან დაიწყო მაიმუნის ძებნა. მის სიღრმეში მიმდინარობდა სხვადასხვა პროცესი. მან შეიერთა სხვა წყლებიც, მოაწყო წყალდიდობები და აღარ იყო მშვიდი მდინარე, რომელიც ასე ახარებდა მაიმუნს. მან დაიწყო გზების მოძებნა. ერთხელ გაზაფხულზე, როცა დაიწყო წვიმები და მდინარის კალაპოტიც გაფართოვდა, ის დაადგა გზას. იმედი ქონდა, რომ შეხვდებოდა მაიმუნს, რომელიც ასე ბევრს ნიშნავდა მისთვის. ის დიდხანს ეძებდა. ერთხელაც მდინარე შორი გზის შემდეგ წააწყდა უსაზღვრო, დიდებულ ზღვას. ეს სილამაზე მას ატყვევებდა. მდინარე შეივსო ახალი, უცნობი გრძნობით. ის გაექანა ზღვისკენ და სრულიად შეერია მას. ის მიეცა სიღრმესა და ძალას ზღვასთან ერთად. ახლა როდესაც, იქმნება მაღალი ტალღა, მზე კი იხედება ყველა სიღრმეში-მდინარეს ახსენდება მაიმუნი, რომელმაც აპოვნინა ის, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი ყოფილა. ზოგჯერ მას ასე ჰგონია, რომ თვითონ მაიმუნი იყო ბედისწერა, რომელმაც მიიყვანა ბედნიერებამდე. მთა და ვირი. კურო მიყვებდა მთებს შორის პატარა გზას ვირი. თან პატარა კალათა ჰქონდა, ყოველგვარი უსარგებლო ნივთებით სავსე. "სასაცილო ვირი-გაიფიქრა მთამ, რად უნდა ამდენი უსარგებლო ნივთი, რომელსაც დაათრევს" მთამ გადაწყვიტა მას გახუმრებოდა. ესროლა მას დიდი, ნაცრისფერი ქვა. ვირი არ წყვეტდა სიარულს. "უცნაური ვირი" გაიფიქრა ისევ მთამ და ესროლა კიდევ ერთი ქვა. ვირი ჯიუტად მიათრევდა მის კალათას. გზად ადამიანები ეკითხებოდნენ:რატომ დაათრევ ამ უსარგებლო ქვებს, უკეთესიარ იქნება, რომ კალათა გაათავისფლო? თავისუფლად შეძლებ სიარულს. ვირმა ჯიუტად განაგრძო გზა. მთა კი განაგრძობდა ჭკუის სწავლებას ვირზე და ესროდა მას ქვებს. "სიმძიმე ჩემი ცხოვრების ტვირთია "-გაიფიქრა ვირმა სიკვდილის წინ. სრულყოფილი აქლემი. ქალწული მრავალი წლის წინ, ოთხი სწავლული კავირის უდაბნოში გაემგზავრა. საღამოს ისინი ცეცხლთან დასხდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთმა თქვა: "მოდით, დავწეროთ ან დავხატოდ აქლემის საპატივცემულოდაც რაიმე". ამ სიტყვების შემდეგ ის გაემართა კარავში, სადაც იწვოდა სანთელი. რამდენიმე წუთის შემდეგ ის გამოვიდა და აჩვენა საკუთარი შემოქმედება მეგობრებს. მან დახატა აქლემი, რომელიც ადგა დასვენების შემდეგ. ნახატი ისეთი გამოვიდა, რომ აქლემი ცოცხალი გეგონებოდათ. მეორე შევიდა კარავში და გამოიტანა მოკლე დახასიათება აქლემის შესახებ, რომმას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ქარავანისთვის. მესამე შევიდა კარავში და დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი. ბოლოს მეოთხე სწავლულიც შევიდა კარავში და ითხოვა, რომ არ შეეწუხებინა არავის. გავიდა რამდენიმე საათი. კარავში შუქიც ჩაქვრა და დანარჩენ სწავლულებსაც ჩაეძინათ. მეგობრები სამი დღე უშედეგოდ ელოდნენ მეგობარს. საბოლოოდ, მეხუთე დღეს, ის კარავიდან გამოვიდა. მის თვალები ჩამქვრალიყო, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ლიმონს ჭამდა . მან პერგამენტის გრაგნილების პაკეტი დააგდო ხალიჩაზე. პირველ რიგში, დიდი ასოებით მთელ სიგანეში ასე ეწერა: "სრულყოფილი აქლემი, ან აქლემი, რა უნდა იყოს ..." აღმართი. თხის რქა ყველა ეუბნებოდა მას, რომ ეს მწვერვალი საშიში იყო, რომ იქ ჯერ არავინ ყოფილა... მაგრამ ერთხელ, მან შეკრიბა საჭირო ნივთები და გაემართა გზაზე. ასვლა იყო ძალიან რთული. ბოლო რამდენიმე მეტრი ჯოჯოხეთს გავდა. უკვე ტვინიც ვერ გებულობდა სად იყო და ხატავდა სურეალისტურ სურათებს. როდესაც მიაღწია სიბნელეში მწვერვალს, დაიყვირა გამარჯვებული მხეცის ხმით. მზის ამოსვლამ მას ახალიშთაბეჭდილებები აჩუქა. მან დაინახა გზა მთისკენ, რომელიც უკვე დაპყრობილ მწვერვალზე, ორჯერ მაღალი იყო. ისინი მუდამ ერთად უნდა იყვნენ, ტყუპები. ისინი დასახლდნენ დედამიწაზე პირველ ადამიანებთან ერთად და ყოველთვის თან ახლდნენ მათ. ისინი შეიძლება არსებობდნენ ცალ-ცალკეც. ეს იყო იშვიათი, შემთხვევა და ადრე თუ გვიან, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ქალი იყო ლამაზი და კეთილი, კაცი არასასიამოვნო და დაძაბული. ქალი იყო ნათელი და ბედნიერი, კაცი კი ცივი და შურიანი. ქალი ავსებდა გულს და ფიქრებს, კაცი კი აცარიელებდა მიქონდა ძალა. ქალი მოვიდა ამქვეყნად, რათა დაეხმაროს, მოკვდეს და შემდეგ აღდგეს. კაცი ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას და იცვლიდა სახეს გამუდმებით. ქალი უყვარდათ და კაცი ეზიზღებოდათ. ადამიანები მათზე, ორივეზე დამოკიდებულები იყვნენ. ჯერ მოდიაოდა ის(ქალი) და მას მოყვებოდა კაციც. ის ადამიანებს ცხოვრებას უმძიმებდა პატარ-პატარა დანაშაულებით. ის ხელს უსლიდა მას(ქალს), რომ გაეკეთებინა თავისი საქმე. როცა ის მოდიოდა, ქალი მარცხდებოდა და ადამიანის გეგმებიც გეგმად რჩებოდა. მისი მიზანი იყო, რომ არ მიეცა ადამიანისთვის და ტყუპისცალისთვის უფლება მიზანზე მიეღწიათ. ადამიანს მის (ქალი/ტყუპისცალი) გარეშე არ შეეძლო მიზნის მიღწევა. საბედნიეროდ, მათთან ცალ-ცალკე შეხვედრა რთულია. ისინი დედამიწაზე დადიან ერთად. შიში და ოცნება. შიშის გარეშე, რთულია იპოვო ოცნება. შიში შობს ოცნებას. ოცნებას, ყოველთვის მოყვება შიში. შიში, "იქნებ, არ ამისრულდეს?", ჩვენი მიზანია, რომ შიშმა არ შეუშალოს ხელი ოცნებას, რომ ახდეს და ოცნებამ გაიმარჯვოს შიშზე. იგავი ორ მგელზე. სასწორი ერთმა ინდიელმა თავის შვილიშვილის ერთი ჭეშმარიტება გააცნო. — ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც გავს ბრძოლას ორ მგელს შორის. ერთი მგელი არის ბოროტება — შური, მწუხარება, ეგოიზმი, ამბიცია, ტყუილი..., მეორე მგელი არის კარგი, მშვიდობა, სიყვარული, იმედი, ჭეშმარიტება, სიკეთე, ერთგულება... პატარა ინდოელმა, რომელსაც გულს ჩასწვდა ბაბუას სიტყვები, იკითხა: საბოლოოდ, რომელმა მგელმა გაიმარჯვა? ბაბუას ჩაეღიმა და უპასუხა: —ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც აჭმევ! 3 ქვის მჭრელი. მერწყული XIV საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ ევროპაში მიმდინარეობდა მუშაობა დიდებული ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით . ხელმძღვანელი იყო მღვდელი, რომელსაც დაევალა ყველა მუშათა და ხელოსანთა მუშაობის მონიტორინგი. მღვდელმა გადაწყვიტა შეეხედა, თუ როგორ მუშაობენ ქვის მჭრელები. აირჩია სამი მათგანი, როგორც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენდნენ საკუთარ საქმიანობას. ის მიუახლოვდა პირველ ქვიმჭრელს და უთხრა: "ჩემო ძმაო, მითხარი შენი საქმის შესახებ". ქვის ხელოსანი მოწყდა საკუთარ საქმეს და აღშფოთებული ხმით უპასუხა: "როგორც ხედავთ მე ვზივარ ქვის ფირფიტაზე, რომელიც ერთი მეტრის სიმაღლისაა და ნახევარი მეტრი სიგანე აქვს". ყოველი დარტყმის დროს მე ვგრძნობ, თუ როგორ მიდის ჩემი სიცოცხლის რაღაც ნაწილი. შეხედე ჩემი ხელები დფარულია მაზოლებით, ჩემი სახე და თმა განაცისფერებულია. ეს სამუშაო არასოდეს დასრულდება, სად არის თითკმაყოფილება? მე მოვკვდები მანამ, სანამ ეს ტაძარი აშენდება. მღვდელი მეორე ქვისმჭრელს მიუახლოვდა. "ჩემო ძმაო, მომიყევი შენი საქმიანობის შესახწბ" "ძმაო, " უპასუხა ქვისმჭრელმა დაბალი, მშვიდი ხმით, " როგორც ხედავ მე ვზივარ ქვის ფირფიტაზე, რომელიც ერთი მეტრის სიმაღლისაა და ნახევარი მეტრი სიგანე აქვს" ყოველი დარტყმის დროს მე ვქმინი სიცოცხლეს და მომავალს. შეხედე, მე შემეზლო გამეკეთებინა ისე, რომ ჩემს ოჯახს ეცხოვრა კარგ სახლში, იმაზე უკეთესად, ვიდრე მე ვცხოვრობდი ბავშვობაში. ჩემი შვილები დადიან სკოლაში, ისინი აუცილებლად მიაღწევენ ცხოვრებაში ძალიან ბევრს, ვიდრე მე და ყველაფერი ეს ჩემი სამუშაოს დამსახურებაა. მე ვაძლევ ჩემს ნიჭს ამ ტაძარს და ის მაჯილდოვებს მე. მღვდელი მესამე ქვისმჭრელს მიუახლოვდა. "ჩემო ძმაო, ხებ"მომიყევი შენი საქმიანობის შესახებ" ძმაო–უპასუხა ქვისმჭრელმა და ფართოდ გაიღიმა. ხედავ, მე ვზივარ ქვის ფირფიტაზე, რომელიც ერთი მეტრის სიმაღლისაა და ნახევარი მეტრი სიგანე აქვს" ყოველი შეხებისას, მე ვგრძნობ, რომ ვაშენებ ჩემს ბედისწერას. ხედავთ, როგორი მშვენიერი თვისებები აქვს ქვას. მე ვდებ ჩემს წვლილს იმაში, რასაც ვაფასებ და რისიც მჯერა. სამყარო დაუბრუნებს ყველას, თავისი შრომისთვის. ამ ქვასთან ახლოს თავს ჩემს სამყაროში ვგრძნობ და მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ დავინახავ ამ ტაძარს დასრულებულს, მე მჯერა, რომ ის იქნება კიდევ ათასი წელი . მე ვარ მოგზავნილი ამ ქვეყნად, სწორედ ასეთი მიზნების განსახორციელებლად. მღვდელმა იმ ღამეს მშვიდი ძილით დაიძინე, ხოლო მეორე დღეს მან თავისი მოვალეობა ზედამხედველობის, გადასცა მესამე ქვისმჭრელს. ქათამი და მერცხლები.კირჩხიბი როცა მერცხლები სამხრეთისკენ მიფრინავდნენ, დასასვენებლად დასხდნენ ხეზე, რომლის ახლოსაც საქათმე მდებარეობდა. მერცხლებმა დაიწყეს განხილვა, თუ როგორ კარგია სამხრეთით. მათმა საუბარმა ერთი ქათმის ყურადღება მიიპყრო. დიდხანს უსმინა ქათამმა მათ საუბარს, შემდეგ კი გაიფიქრა: "მეც მინდა სამხრეთით, რით ვარ სხვებზე ნაკლები? ფრთებიც მაქვს, ბუმბულიც, ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა" როდესაც მან მტკიცედ გადაწყვიტა გაფრენილიყო სამხრეთით, შეიკრიბა გულშემატკივრები და ყველა ქათამი აძლევდა მას რჩევას. ქათამი შემოხტა ღობეზე, აიღო მიმართულება სამხრეთისაკენ, დაიყვირა ხმამაღლა: –გავსწიე! დაიჭირა ზურგის ქარი, გაფრინდა მთელი ძალით. მას ძალიან უნდოდა მოხვედრილიყო სამხრეთში, ამიტომ ძალიან მოინდომა. გადაუფრინა მეზობლის მინდორს, სადაც არასდროს ყოფილა, შემდეგ გზატკეცილს და ვაშლის ბაღში დაეცა. აი, აქ კი დაინახა სამოთხე დედამიწაზე!-მან დაინახა ყველგან დაყრილი უამრავი ვაშლი. ხოლო, როდესაც დაბრუნდა, ყველა ქათამს უყვებოდა ნანახის შესახებ. მერცხლების ჯგუფი ისევ ჩამოსხდნენ ხეზე, ქათმევი ამჯერადაც უსმენდნენ, როცა მერცხლებმა ისევ სამხრეთზე დაიწყეს საუბარი, ახსენეს ზღვა, ქვიშა, კლდეები.... მოიცა, მოიცა, მოიცა–რა კლდეები, რა ზღვა? ჩვენ გვაქვს საკუთარი ქათმის ავტორიტეტი, პილოტი, რომელმაც ნახა მინდორი, გზატკეცილი, ვაშლის ბაღი. ესე იგი, როგორები ყოფილხართ მერცხლები! ასეთია სამხრეთი? რასაც ყვებით ტყუილია და თავადაც გჯერათ და სხვებსაც თავგზას უბნევთ. ჩვენ ეხლა ყველაფერი ვიცით ! მერცხლებმა ამოუცნობი მზერით ჩაიჭიმეს და ხმის ამოუღებლად გაფრინდნენ "თავიანთი სამხრეთისკენ". ჭეშმარიტი ცოდნა. მორიელი ერთხელ სკოლის მასწავლებელი მივიდა ერთ პატივცემულ მასწავლებელთან და დაადანაშაულა ის, რომ მისი სწავლების მეთოდი ალოგიკურია და ეს არის გიჟური საუბარი ბევრ საკითხზე. პედაგოგმა ამოიღო ძვირფასი ქვა თავისი ჩანთადან. მიუთითა სავაჭრო ცენტრების შესახებ და უთხრა: –წაიღე ეს მაღაზიებში, სადაც ყიდიან ვერცხლი ნაკეთობებს და ბატარეებს საათისთვის. ნახე, თუ შეძლებ მასში აიღო ათასი ოქროს გირვანქა. სკოლის მასწავლებელმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, მაგრამ მას ათას ვერხლზე მეტიც კი არ შეთავაზეს. სკოლის პედაგოგი წავიდა უახლოეს საიუველირო მაღაზიაში და მის გასაკვირად, მოულოდნელად მას შესთავაზეს ათი ათასი ოქროს ფუნტი ამ ქვისთვის. პედაგოგმა თქვა: თქვენ გინდოდათ გაგეგოთ, ჩემი ცონის ბუნების შესახებ, ჩემი სწავლების მიდგომა, ისეთივეა, როგორც მოვაჭრეები ცდილობენ შეაფასონ ეს ქვა. თუ თქვენ გსურთ შეაფასოთ ჭეშმარიტი საფასური ამ ქვის, მაშინ უნდა გახდეთ იუველირი. შემოქმედი და სული. თევზი იყო ერთი ადამიანი, რომელიც როგორც ხდება გარდაიცვალა. მას შემდეგ შეხედა თავის თავს და გაუკვირდა. სხეული იწვა საწოლზე და მას დარჩა მხოლოდ სული. შიშველი, გამჭვირვალე, ყველაფერი ადვილი მისახვედრი იყო. ადამიანი დაღონდა-სხეულის გარშე თავს ცუდად, არაკომფორტულად გრძნობდა. ის ბევრს ფიქრობდა. ყველაფერი მოაგონდა. იყო კარგი მოგონებებიც და ცუდიც. ის შეეცადა წაეშალა საკუთარი მცუდი მოგონებები, მაგრამ არ გამოუვიდა და წავიდა, მისთვის განკუთვნილი გზით. ღმერთმა დაინახა ეს კაცი და არაფერი თქვა. კაცმა გადაწყვიტა, რომ ღმერთი ჩქარობდა და ვერ შეამჩნია სხვა მოგონებები, მას გაუხარდა და გაემართა სამოთხისკენ-რადგან ღმერთს არ დაუხურავს მისთვის კარი. გავიდა რამოდენიმე ხანი და ადამიანი მივიდა ისევ ღმერთთან. –რატო მოხვედი? მე ხომ არ დამიკეტავს შენთვის სამოთხის კარები. "უფალო, - თქვა კაცმა:" შენი სამოთხე ცუდია ჩემთვის ". მე ვშიშობ ნაბიჯის გადადგმისას, რადგან - ძალიან ცოტაა ჩემს სულში კარგი და მას არ შეუძლია გადაფაროს ცუდი, რაც მაქვს, ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია იმის დანახვა, რამდენად ცუდივარ. - რა გინდა? - ჰკითხა ღმერთმა "თქვენ ყოვლისშემძლე და მოწყალე ხართ", - თქვა კაცმა. "შენ დაინახე ჩემი სული, მაგრამ არ გამაჩერე, როცა ვცდილობდი ჩემი ცოდვების დამალვას". წაიღე ჩემი სულიდან ყველაფერი ცუდი რაცმაქვს. –ღმერთმა უპასუხა: მე გასნხვავებულ სურვილს ველოდებოდი, მაგრამ რადგან ასეა, იყოს ისე, როგორც გსურს. ღმერთმა წაიღო სულისგან, ყველაფერი რაც ცუდი იყო: შური, ღალატი, სიხარბე, ტყუილი, სიზარმაცე. მაგრამ სიძულვილის დავიწყებით, ადამიანმა დაივიწყა სიყვარული, დაივიწყა დაცემაც და დაივიწყა აფრენაც. სული იდგა ღმერთის წინ და იყო აბსოლიტურად სუფთა, ვიდრე ადამიანი დაბადებისას. მაგრამ ღმერთი გულმოწყალე იყო და სულს დაუბრუნა ყველაფერი, რაც მას ავსებდა. შემდეგ კი ისევ კაცმა ჰკითხა: რა გავაკეთო ღმერთო, სად წავიდე სამოთხეში, თუ ჯოჯოხეთში? დაბრუნდი სამოთხეში –უპასუხა ღმერთმა. მე არაფერი შემიქნია სამოთხის გარდა, ჯოჯოხეთს კი შენ თავად ატარებ. ადამიანი დაბრუნდა სამოთხეში, რამოდენიმე ხნიშ შემდეგ კი მივიდა ისევ ღმერთთან. –უფალო, მე ცუდად ვარ სამოთხეში, გთხოვ მაპატიო ჩემი ცოდვები. –მე, სხვა თხოვნას ველოდი, უპასუხა ღმერთმა -იყოს ისე, როგორც გსურს. ღმერთმა აპატია ადამიანს, ის წავიდა სამოთხეში, მაგრამ მალე უკან დაბრუნდა. –ეხლა, რაღა გსურს კითხა ღმერთმა ღმერთო, მე ისევ ცუდად ვარ სამოთხეში, გთხოვ გააკეთო ისე, რომ მე ვაპატიო საკუთარ თავს. –აი, ამ თხოვნას ველოდი შენგან, უპასუხა ღმერთმა. ეს ის ქვაა, რომლის აღება მე არ შემიძლია! 2123 6-ს მოსწონს
|