რჩევები მოდის მსხვერპლი - მოდური ტრენდები ელეგანტურობისა და სიმახინჯის ზღვარზე 2017, 4 დეკემბერი, 9:58 პრიალაკანიანი მოდის ჟურნალები გამუდმებით გვკარნახობენ ახალ-ახალ ტრენდებს, ცნობილი სტილისტები კი გვიჩიჩინებენ, რომ მათ მიერ დაწესებულ კანონებს მივდიოთ. ერთი შეხედვით, ეს არც ისე ცუდია, თუმცა ზოგიერთ მოდურ სიახლესთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ყველასა და ყველაფერს აქვს ის ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც მოდური ქალბატონიდან ნამდვილ საფრთხობელად გადაგვაქცევს. იმას, თუ როგორ შეიძლება მოდური ტრენდი ნამდვილ სიმახინჯედ გადაიქცეს, ქვემოთ მოყვანილი ათი მაგალითი გვიჩვენებს. 1. ტოტალური ჯინსები ყველაფერი ახალი-კარგად დავიწყებული ძველია. ახლა მოდაში ისევ ბრუნდება 90-იანების სტილი, ასე რომ, მიესალმეთ ახალ მოდურ ტენდენციას - denim total look. თუ ტანსაცმელს კარგად შეუხამებთ ერთმანეთს, აქსუსუარებს და ფეხსაცმელს შესაბამისად აარჩევთ - ძალიან მაგარი, მოდური სტილი გამოგივათ, მაგრამ ზედმეტმა მცდელობამ შეიძლება სასაცილო გაგხადოთ. ეს ზღვარი ძალიან ფაქიზია: თუ დარწმუნებული არ ხართ- უმჯობესია არ გარისკოთ. 2. რაც შეიძლება მეტი ტყავი სინამდვილეში ეს ტენდენცია სწორი არაა. გაცილებით ლამაზი და მოდურია, თუ ტყავის ქვედაბოლოს ან შარვალს შეუხამებთ თეთრ მაისურს და ბოტასებს, მაგრამ თუ ტყავის შარვალთან ერთად ქურთუკიც და ჩექმებიც ტყავის გაცვიათ-ეს თქვენს უგემოვნებაზე მიუთითებს. 3. ბოჰო და ეთნიკა ეს ორი სტილი ცალ-ცალკე მშვენიერია, თუმცა მათი ერთად გამოყენება არ ღირს. ბოჰემური და ეთნიკური ტრენდების ერთმანეთში არევა არასწორია ისევე, როგორც არ შეიძლება რომელიმე ერთ სტილში გადამეტება. თუ აქსესუარებში გადაამლაშეთ, მოდური გოგონას მაგივრად ჰელოუინის თოჯინას დაემსგავსებით. 4. ნაკლები სიმკვეთრე ტრენდი color blocking უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა მის გამოყენებაში დიდ სიფრთხილეა საჭირო, რადგან საზღვარი მოდურ ნათელ სახესა და ცირკის ჯამბაზის გარეგნობას შორის ძალიან ვიწროა. 5. პიჟამოები ეს ტრენდი ბევრ თანამედროვე გოგონას მოსწონს, თუმცა ყოველდღიურად თუ ამგვარი "პიჟამოებით''გამოდიხართ სახლიდან, ეს უკვე მეტისმეტია. ხომ არ გამოიყურებით ისე, რომ სახლიდან გამოდით იმ სამოსით, რომელშიც გეძინათ? 6. ოვერსაიზი ეს ტრენდი მოდაში სულ იქნება მოდის ცვალებადობის, სეზონის და ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ მისი შერჩევის დროსაც გარკვეული ზომიერების დაცვაა საჭირო, არ ღირს ამ სტილის რამოდენიმე დეტალის ერთდროულად გამოყენება. 7. სპორტული სტილი სპორტული ტანსაცმელი კარგა ხანია გამოვიდა სპორტული დარბაზებიდან და მოდის პოდიუმებზე გადაინაცვლა, მაგრამ ზედმეტი გატაცება ამ სტილით არ ღირს. კარგი იქნება, თუ სპორტულ შარვალზე წვრილქუსლიან ფეხსაცმელს არ ჩაიცვამთ- ეს უგემოვნოდ და არამოდურად გამოიყურება. 8. მამაკაცური სტილი მამაკაცების გარდერობმა ამ ბოლო დროს მოდის მიმდევარ ბევრ ქალბატონს უბიძგა შეექმნა მოდური, მკაცრი სტილის სამოსი და სხვათა შორის, ეს ცუდი სულაც არაა. მიბაძვა ცუდი არაა, მაგრამ სულ სხვაა ჩაიცვა მამაკაცის მკაცრი კოსტიუმი. ეს სასაცილოდ და არაბუნებრივად გამოიყურება. 9. მაცდური სტილი ყველა ქალს სურს მაცდურად და მიმზიდველად გამოიყურებდეს-ეს ტრენდი არაა, ეს-რეალობაა, მაგრამ სწორედ აქაა საჭირო გარკვეული ზღვარი, რომ მოდურობა ვულგარულობად არ გადაიქცეს. იმისათის, რომ ყველა მოხიბლოთ თქვენი სტილით, ზედმეტ გულახდილობას სჯობს რაღაც-რაღაცების დამალვა და არა სააშკარაოზე გამოტანა. 10. შეუფერებელი ზომა ყველაფერ ამას მოტმასნილი ტანსაცმელიც დაუმატეთ და..ოლაა! – ”სექსი-იმიჯი'' ანუ თოკებში გახვეული ლორი მზადაა. დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს გსურდათ? და ბოლოს, სტატია მინდა ერთი სახალისო ლექსით დავასრულო: "საფრთხობელა ნუ გავხდებით, თორემ ძაღლი მოგვიხტება, მოდა მგონი იმას ჰქვია, რაც ჩვენ ტანზე მოგვიხდება". 382 10-ს მოსწონს
|