რჩევები გსურთ გქონდეთ გრძელი და ლამაზი თმები? 2013, 6 სექტემბერი, 9:15 თუ თქვენ გინდათ გქონდეთ გრძელი და ლამაზი თმა, მიანიჭოთ მას განუმეორებელი ბრწყინვალება და სიჯანსაღე, მაშინ ეს რჩევები ზუსტად თქვენთვისაა. თუმცა აბა რომელი ქალი არ ოცნებობს რაფუნცელივით მიმზიდველ ხშირ თმებზე. ამისათვის სულაც არაა საჭირო საკმაოდ ძვირადღირებული შამპუნები, ბალზამები და ნიღბები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში უკუეფექტი მოაქვთ და მხოლოდ ჩვენს ჯიბეს აცარიელებენ.
წარმოიდგინეთ, რომ უბრალო ჩვეულებრივ ჟელატინს შეუძლია ბევრი სიკეთე მიანიჭოს ჩვენს თმებს, რადგან ეს ნივთიერება მდიდარია პროტეინებით, პროტეინები კი აუცილებელი "სამშენებლო მასალაა" ჩვენი თმებისა და ფრჩხილებისათვის.
ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დავასხათ 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი, კარგად მოვურიოთ და დავდგათ რამოდენიმე წუთი, რომ ჟელატინი კარგად დალბეს და გაჯირჯვდეს. შემდეგ დავამატოთ 1 სუფრის კოვზი შამპუნი, რომლითაც თმებს ვიბანთ და წავისვათ თმაზე. შემოვიხვიოთ პირსახოცი ან ცელოფანი და გავაჩეროთ 20-30 წუთი. დროის გასვლის შემდეგ თავი დავიბანით თბილი წყლით. შედეგით აღფთოვანებული დარჩებით.
1217 13-ს მოსწონს
|