დიაბეტი
ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა იწვევს დიაბეტს. ინსულინის დანაკლისი თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას.
წარმოგიდგენთ დიაბეტის რამდენიმე სიმპტომს, რომელთაც ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება!
მუდმივი შიმშილის გრძნობა
მაღალი შაქრის დონე ხელს უშლის გლუკოზის უჯრედებში მოხვედრას, საბოლოოდ ორგანიზმი ვერ იღებს ენერგიას და იძულებულია ისევ და ისევ მოითხოვოს საკვები.
მუდმივი დაღლილობა
თუ ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა ან გადაჭარბება აღინიშნება, მაშინ უჯრედებს არ მიეწოდება საჭირო ენერგია. ჯამში, ადამიანი არის ხშირად დაღლილი.
ხშირი შარდვა
დიაბეტის დროს, სისხლში წარმოიშობა ჭარბი შაქარი. ამიტომ, ორგანიზმი ცდილობს გაათანაბროს გლუკოზის კონცენტრაცია სისხლსა და უჯრედებში.
წყურვილი
წყურვილის დროს, გირჩევთ დალიოთ წყალი და უშაქრო ჩაი.
წონის დაკარგვა
ეს სიმპტომი გამოწვეულია სითხის დაკარგვით და ასევე იმით, რომ ორგანიზმი ვერ იღებს კალორიებს სისხლში არსებული შაქრისგან.
ინფექციური დაავადებები
ინფექციური დაავადებები შეიძლება შეგვხვდეს როგორც მდედრობით ისე მამრობით სქესში, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ქალებს შორის, რომელთაც აქვთ დიაბეტი.
მშრალი კანი
გამოშრობასთან ერთად შეიძლება დაგეწყოთ ქავილიც.
რთულად კონცენტრირება, ყურადღების გაფანტვა
შაქრის მაღალი დონე ხელს უშლის გლუკოზის მოხვედრას თავის ტვინის უჯრედებში. ტვინი განიცდის სირთულეებს ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ბუნდოვანი ხედვა
თუ ამ პრობლემას მალევე არ მიხედავთ, მაშინ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაავადებები.
ჭრილობების ნელი შეხორცება
ჭრილობას ნაკლები სისხლი და ჟანგბადი მიეწოდა.
იმპოტენცია
გაღიზიანებადობა