იმერეთი წყალტუბოს რაიონში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს 2017, 3 დეკემბერი, 13:56
წუხელ ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს17 წლის ახალგაზრდა, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"პაციენტი შემოყვანეს გუშინ, სასწრაფო დახმარების მიერ იქნა შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი, დათვალიერების შემდეგ სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა"-განაცხადა კლინიკის ექიმმა მარინა ფორჩხიძემ. შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს: "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)."-ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში. 50 7-ს მოსწონს
|