საზოგადოება უსერიოზულესი რეფორმა და საკადრო წმენდა უნდა ჩაატაროს შს მინისტრმა – ელისო კილაძე 2017, 3 დეკემბერი, 13:09 ჟურნალისტი ელისო კილაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი დაპირისპირების შესახებ: "მთაწმინდის პოლიციის იმედზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის გამოძიება თუ ქალაქის პროკურატურის იმედი აქვს ვინმეს? ერთი გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტი გამოიძიეს და მეორე ამას გამოიძიებენ. პირველ შემთხვევაში საგულდაგულოდ წაშალეს ყველა კვალი, კამერების ჩანაწერების ჩათვლით. შანიძის ქუჩის კამერების ჩანაწერები კი ექსპერტიზისთვის არ გადასცეს ხვედელიძის ადვოკატებს! უსერიოზულესი რეფორმა და საკადრო წმენდა უნდა ჩაატაროს შს მინისტრმა!!!!" - წერს კილაძე. 26 1-ს მოსწონს
|