x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ევროკავშირის ქვეყნებში შაურმა აიკრძალება - რას ითხოვენ ევროპარლამენტარები?
image
ევროკავშირი წევრ ქვეყნებში შაურმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. მიზეზი შაურმაში ფოსფატის შემცველობაა, რომელსაც მის დასამზადებლად ნახევარფაბრიკატ ხორცში იყენებენ.
ევროპელი მეცნიერების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს.
თუ აკრძალვა ძალაში შევა, შესაძლოა ევროპაში მოქმედი საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხუროს. როგორც მზარეულები ამბობენ, ამ ელემენტის გარეშე ხორცი გამოშრება და დაიშლება.
საშაურმეების მფლობელები ევროპარლამენტარებს ორმაგ სტანდარტებში და რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ფოსფატის გამოყენება ზოგიერთ ხორცპროდუქტში, მაგალითად სოსისში არ აიკრძალება, რაც ნიშნავს რომ შეზღუდვა მხოლოდ საშაურმეებზეა ორიენტირებული. ყველაზე ხშირად ასე თურქი მზარეულები ამზადებენ.
ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი აკრძალვის კატეგორიული წინააღმდეგია. მათი თქმით, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ათასობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩება.
0
723
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0