x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
11 წლის ბიჭი სატანისტურ რიტუალს შეეწირა

image
საზარელი ფაქტი დაფიქსირდა არგენტინაში, სადაც რამდენიმე მამაკაცისა და ერთი ქალისაგან შედგარმა ჯგუფმა სატანისტური რიტუალისას მარიო აგუსტინ სალტო იმსხვერპლა.ის მხოლოდ 11 წლისა გახლდათ.მკვლელობის გარდა საზარელია მეთოდიც, კერძოდ, ბიჭი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ გააუპატიურეს, დაუნაწევრეს სხეული და ბოლოს ჩამოახრჩვეს.მარიო აგუსტინ სალტო გვამი 2016 წლის ივნისში იპოვეს.მამაკაცთა ჯგუფი და სკოლის დირექტორი ქალი საშინელი მკვლელობისათვის გაასამართლეს.

როგორც მედია საშუალება “MIRROR"-ი იუწყება, ბიჭის წამებით სიკვდილი ენით აღუწერელია, ის გააუპატიურეს, მავთულზე ჩამოკიდეს და როდესაც უკვე კვდებოდა, მისი დანაწევრება დაიწყეს.

მარიო აგუსტინ სალტოს გვამი იმ დროიდან 48 საათის შემდეგ იპოვეს, რაც 11 წლის ბიჭმა მშობლებს განუცხადა, რომ ის სათევზაოდ მიდიოდა.

პოლიციის განცხადებით კი, მათ მალევე დააკავეს სკოლის დირექტორი არმინდა ლუკრეცია დია, მისი ქმარი ანხელ მიგელ ხიმენესი, მათი შვილი ალფრედო დანიელ ალბარაკინი და კიდევ ერთი მამაკაცი, პაბლო რამირესი.ამ უკანასკნელის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენების საფუძველზე ივნისის თვეშივე დააკავეს კიდევ სამი პირი.დანაშაულში მონაწილე შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრი აღმოჩნდა.მოსამართლემ დაადგინა, რომ 11 წლის ბიჭის სიკვდილი სატანურ რიტუალს უკავშირდებოდა.

3
284
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
284
  
2017, 3 დეკემბერი, 22:16
სწორი შენიშვნაა
2017, 2 დეკემბერი, 20:53
ინფორმაციის და პროპაგანდის გარჩევა ისწავლე ჯერ
2017, 2 დეკემბერი, 17:34
რატომ უნდ ა მოგინდეს ასეტი საშინელი რამის ამოქექვა და აქ დადება თუ ნორმლაური ხარ, დედამიწაზე მსგავსი ატასი დანაშული ხდება და მიდი გააგრზელე სერია 2!!!არადა ხომ შეგიზლია მილიონია ზალიან საინტერსო ინფრმაციაა ნეტზე ის დადო მარა კოკასა შიგა რაცა დგასო ამ სატიის ავტორზეა, ეტყობა. ამ გაზეტს კი პატრონი არ ყავს ასეტ სატტიებს ცენზუურა არ უნდა გაუწიოთ?
0 1 3