მუსიკა 10 ქართველი მომღერალი,რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან 2017, 1 დეკემბერი, 12:57 ![]() ![]() 1)ვანო სარაჯიშვილი-(1879-1924)მუსიკოსი, მომღერალი ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული", მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გარდაიცვალა 45 წლის ასაკში ![]() 2)ჰამლეტ გონაშვილი(1928-1985)-მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული.ტრაგიკულად დაიღუპა 57 წლის ასაკში. ![]() 3)ირაკლი ჩარკვიანი-ქართველი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და პოეტი, ცნობილი როგორც ფსევდონიმით "მეფე", გარდაიცვალა 44 წლის ასაკში ![]() 4)ლელა სიხარულიძე(1961-1997)-ქართველი საესტრადო მომღერალი, 90-იანი წლების ვარსკვლავი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 36 წლის ასაკში. ![]() 5)ინოლა გურგულია-(1929-1977)ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, ინსტრუმენტალისტი და პოეტი, გარდაიცვალა 46 წლისა.ათეულობით სიმღერის ავტორს სიცოცხლეში არცერთი ოფიციალური ჩანაწერი არ ჰქონდა გამოცემული. ![]() 6)გოგი დოლიძე(1954-1996)-ქართველი საესტრადო მომღერალი, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო პრემია.გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. ![]() 7)ალუდა ქეთელაური-(1987-2012)-ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი.მიუხედავად იმისა, რომ მას ფაქტობრივად არცერთი სიმღერა ოფიციალურად არ ჩაუწერია, მისი სიმღერები აიტაცა საზოგადობამ და დღეს მრავალი ცნობილი მომღერალი ასრულებს მის სიმღერებს, გარდაიცვალა 25 წლის. ![]() 8)თეონა ქუმსიაშვილი-(1984-2010)ქართველი ფოლკ- მომღერალი და სიმღერების ავტორი, ტრაგიკულად დაიღუპა 26 წლის ასაკში. ![]() 9)ზურაბ იაშვილი-(1936-1987)მუსიკოსი, ინსტრუმენტალისტი, მომღერალი, ანსამბლ "ორერას" უცვლელი წევრი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. ![]() 10)ქაზიმ ქოიუნჯუ(1971-2005)-ლაზი მომღერალი, ინსტრუმენტალისტი, სიმღერების ავტორი და პოლიტოლოგი, თურქეთში მას "მომღერალ ბულბულს" უწოდებდნენ. მძიმე სენით დაავადებული 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ![]()
1)ქართველი მსახიობები, რომლებმაც 50 წელიც კი ვერ იცოცხლეს
2) სცენაზე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები
3)10 ცნობილი ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა 4613 11-ს მოსწონს
|