პოროშენკომ ჩემი დაპატიმრების ბრძანება უკვე გასცა - სააკაშვილი
2017, 29 ნოემბერი, 18:07
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების შესახებ ბრძანება გასცა. ამ თემაზე სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა განკარგულება ჩემი დაკავების შესახებ გამოგონილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და გამოგონილ საქმეზე ოდესიდან. ეს განკარგულება მან გენერალურ პროკურორ ლუცენკოს მისცა. უახლოეს 2-3 დღეში, იგეგმება ჩემი დაკავება და იზოლაცია, “ - განაცხადა სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.