![ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ ხუმრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112914231826272.gif)
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგი კიდევ ერთხელ დაემუქრა აშშ-ს.კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახალი ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და მისი შედეგი აღმაშფოთებელი გამოდგა აშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებისათვის. რაკეტის სატესტო გაშვებამ აჩვენა, რომ მან აქამდე გაშვებულ რაკეტებთან შედარებით ყველაზე დიდ სიმაღლეს მიაღწია და გამოთვლებით, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც მიაღწევს.სატესტო რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.ფაქტი დღეს დილით მოხდა.
![ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ ხუმრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112914510426272.jpg)
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა და ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოს ბირთვული იარაღით შევსების საკითხში.
![ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ ხუმრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112914501126272.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. “ჩვენ ამ სიტუაციას გავუმკლავდებით"-განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა კი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის დღევანდელი გამოცდის შედეგი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მთელს მსოფლიოს.
რაც შეეხება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეაქციას ამ ფაქტთან, მან მსოფლიო კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.
აშშ-მა ჩრდილოეთ კორეა ცოტა ხნის წინ ტერორიზმის მხარდაჭერ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა.