![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813332879351.jpg)
არავის სურს, რომ მოსაწყენად და არამოდურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ზოგჯერ კომფორტის ძებნაში შეიძლება ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც ჩვენს გარეგნობას მიმზიდვეელობას უკარგავს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმეში თქვენი თავი იცანით ე.ი. შეხედულებები და სტილი შესაცვლელი გაქვთ.
1. ზებრა-გარდერობი. როცა თქვენი ტანსაცმელი უმეტესად შავ-თეთრია
არავინ კამათობს, რომ შავი კაბა და მარგალიტის მძივი, ან თეთრი ბლუზა და შავიშარვალი კლასიკაა. ისინი ყოველი ქალის გარდერობში უნდა იყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ გარდერობში ღია და კაშკაშა ფერის სამოსიც გქონდეთ, რომლითაც თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამთ ხაზს. სცადეთ ფერთა ახალი შეხამება. სხვათაშორის, შავი და ნაცრისფერი იდეალურად ეხამება თითქმის ყველა ფერს.
2.ჩანთა, ფეხსაცმელი და ქამარი ერთი ფერისაა
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813065779351.jpg)
ეს უკვე დიდი ხანია ოქროს წესი აღარაა და მას აღარ იცავენ.ერთფეროვნება ხომ ყოველთვის მოსაწყენია.გაბედეთ და თამამად შეუხამეთ ერთმანეთს სხვადასხვა ფერები და პრინტები.
3.სამკაულებზე უარის თქმა
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813142079351.jpg)
ძალიან ცოტა-მოსაწყენია, ძალიან ბევრი-ვულგარულია. და იმის შიშით, რომ ვულგარულად არ გამოვჩნდეთ, ხშირად ვირჩევთ პირველ“მოსაწყენ" ვარიანტს. სტილისტები კი გვირჩევენ-სამკაული სამზე მეტი არ უნდა იყოს, დანარჩენში კი თქვენს ფანტაზიას მიენდეთ.
4.ღილებს ბოლომდე იკრავთ
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813150679351.jpg)
არის სამოსი, რომელსაც ეს ჭირდება და უხდება კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ, ბლუზაზე ზედა ღილი იმისთვის არაა, რომ შეიკრათ. თუ, რათქმაუნდა, ჰალსტუხის გაკეთებას არ აპირებთ.
5.ვერ იტანთ “მრავალფენიან" სამოსს
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813173779351.jpg)
არადა, ეს იოლი მეთოდია თქვენი ინდივიდუალიზმის გამოსახატავად.ჩაიცვით კაბაზე პიჯაკი, სვიტერი ბლუზაზე, ჟაკეტი მაისურზე და ა.შ.
6.კაბაზე-ქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალზე-კედები
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813200379351.jpg)
და იქნებ პირიქით გვეცადა?კაბა კედებთან ერთად შესაძლოა ძალიან მოდურად გამოიყურებოდეს, ხოლო მომდგარი ჯინსის შარვალი ქუსლიან ფეხსაცმელზე-ძალიან სექსუალურია.
7.ერთი ფერის, უპრინტო სამოსი
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813225679351.jpg)
პრინტი ყურადღებას იქცევს, სამოსს უფრო საინტერესოს ხდის და აქსესუარის ფუნქციასაც კი ითავსებს. მთავარი წესი: ლუქის მხოლოდ ერთი დეტალი უნდა იყოს პრინტიანი, მაშინ ნამდვილად მოდურად იქნებით ჩაცმული და არა ვულგარულად.
8.ე.წ. “კუდი" ვარცხნილობა
![8 ჩვევა,რომელიც თქვენს გარეგნობას
ამახინჯებს - გათავისუფლდით მათგან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112813253679351.jpg)
ეს პრაქტიკულია, სწრაფი და...საშინლად მოსაწყენი! ვარცხნილობის შეცვლა ყველაზე ადვილი მეთოდია ქალის გარეგნობის შესაცვლელად, რაზეც ჩვენ ხშირად უარს ვამბობთ იმის შიშით, რომ არ მოგვიხდება. უბრალოდ დაიმახსოვრეთ 3 რამ:თმები ისევ გაგეზრდებთ, მოსაწყენი ვარცხნილობით ყურადღებას ვერ მიიქცევთ და ყველაზე მთავარი-იმიჯის შეცვლით თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება, ამის გულისთვის კი ნამდვილად ღირს გარისკვა.