სხვა 5 დედოფლისწყაროელი მოკრივე საქართველოს ჩემპიონი გახდა 2017, 28 ნოემბერი, 12:55 დასრულდა 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში. მართლაც, რომ გამორჩეულად ლამაზი და ტექნიკური ორთაბრძოლები გაიმართა ქ.თბილისის სპორტკომპლექს "არენაში" რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტაილანდური კრივის და კიკბოქსინგის ფედერაციის სპორტსმენების მომზადების დონე იზრდება და ვითარდება. ორდღიანი უშეღავათო ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ 2017 წლის საქართველოს ჩემპიონები: გიორგი შაინიძე, გიორგი ღვედაშვილი, გიორგი გონაშვილი, მალხაზ ჯაგაშვილი და ლევან წიკლაური. საპრიზო ადგილები მოიპოვეს: მიშა ბაღდასარიანი, ლევან ზვიადაური, გაგა არაბული, ლუკა ცისკარაული, მიკოლა დენისენკო და ამარან ქიბიშაური. ჩემპიონატზე მონაწილეობას ასევე ღებულობდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრები გუნდები. დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდი "ჩემპიონის" სპორტსმენებმა ჯამში მოიპოვეს: 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. შეჯიბრის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო დაჯილდოვება. ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა ჯავახიამ საპრიზო ადგილებზე გასული კიკბოქსინგელები მედლებით, სიგელებით, ფულადი ჯილდოებით და სპორტული აღჭურვილობით დააჯილდოვა. „სასიხარულოა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის კიკბოქსინგის გუნდმა შთამბეჭდავი გამარვება მოიპოვა, მადლობას ვუხდით ამავე ცენტრის დირექტორს ბატონ ავთანდილ ხუმარაშვილს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნავს მწვრთნელი, თამაზ ყარაგვეზაშვილი. 73 შეფასება არ არის
|