სამცხე ჯავახეთი ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი (,,კუკუშკა") ბეწვზე გადაურჩა კატასტროფას 2017, 27 ნოემბერი, 16:19 ![]() 2017 წლის 23 ნოემბერს ბაკურიანისაკენ მიმავალმა “კუკუშკამ" მცირე ავარია განიცადა, მატარებელი რელსებიდან გადავიდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. მატარებელში სულ 12 მგზავრი იმყოფებოდა. ![]() ![]() ვიწროლიანდაგიანი ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 1902 წელს შევიდა.ხალხმა მას “კუკუშკა" შეარქვა, მისი პატარა ზომის გამო. მატარებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ერთგვარი სახეა. მას იყენებენ როგორც სათხილამურო სპორტის მოყვარულები და ტურისტები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. ![]() 729 2-ს მოსწონს
|