x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვარძია-კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი.
image ხალხური ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილის სახელწოდება აქედან მომდინარეობს: ერთ მშვენიერ დღეს გიორგი III დიდებულებთან ერთად ამ მიდამოებში სანადიროდ ამოსულა, თავისი ასულიც თან წამოუყვანია. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაკარგულა, აღელვებული მხლებლები აქეთ-იქით აწყდებოდნენ და თამარს ეძებდნენ. კითხვაზე-“სად ხარ თამარ?" გზააბნეული თამარი სიხარულით გამოპასუხებია-“აქ ვარ ძია!-ო" სწორედ ამ გამოხმაურების საფუძველზე ამ ადგილს “ვარძია" ეწოდა.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში, ირუშეთის მთის კალთაზეა გამოკვეთილი. ხალხში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვარძია თავდაპირველად არ ჩანდა, შემდგომ კი ერუშეთის მთის კალთა მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულა და ვარძიის ქვაბებიც გამოჩენილა, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვარძია ტერასული ფორმით ყოფილა გამოკვეთილი, სამ ნაწილად. პირველი ნაწილი-კლდეში გამოკვეთილი აივანი, მეორე ნაწილი-საძინებელი ოთახები, მესამე კი-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ხელსაწყოები, მარანი ყოფილა.


ვარძია

ვარძიის ანსამბლის შუა გულში მდებარეობს ღვთის მშობლის მიძინების ეკლესია, ის კომპლექსის იდეოლოგიური და ამავე დროს, კომპოზიციური ცენტრია. ტაძრის კარიბჭე და თავად ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ქართლის ერისთავის- რატი სურამელის პორტრეტები. ამ ფრესკაზე თამარ მეფეს გვირგვინი ამშვენებს, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მონასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.


აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიის ფრესკა ყველაზე ადრეულია, ვარძიის მონასტერი კი 2007 წლის 24 ოქტომბრიდან “იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის" საცდელ სიაშია შეტანილი.


მეამაყება, რომ ვარ სამცხე-ჯავახეთის, კონკრეტულად, ასპინძა-ვარძიის მკვიდრი!

გმადლობთ ყურადღებისთვის!


0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გიორგაძე
ხატია გიორგაძე
102