სხვა მეცნიერები ვერ ხსნიან,რა არსება დაიჭირეს პორტუგალიის ზღვაში 2017, 27 ნოემბერი, 14:13 ნახევრად გველი, ნახევრად ზვიგენი.ასეთია იმ არსების აღწერილობა, რომელიც პორტუგალიის ზღვაში დაიჭირეს.მეცნიერები ვერ ადგენენ რა ცხოველია ეს ზღვის მონსტრი.იგი 2 მეტრის სიგრძისაა და ზღვის ფსკერიდან, 700 მეტრის სიღრმიდან ბადით ამოიყვანეს.მას 300 კბილი აქვს პირის ღრუში.ის დინოზავრების ეპოქის ცხოველს უფრო წააგავს. მსგავსი არსება ჯერ კიდევ 1870 წელს შეამჩნიეს და აღწერეს.მეცნიერები ახლა იკვლევენ ეკუთვნის თუ არა “გველ–ზვიგენი" 95 მილიონი წლის წინ მცხოვრები დინოზავრების გვარს.თუ ეს ვარაუდი დადასტურდა, ის იქნება გადაშენებულად აღიარებული ერთ–ერთი ყველაზე საშიში ცხოველი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს “გველ–ზვიგენის" პირის ღრუ, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე რიგადაა განლაგებული 300-მდე კბილი. სამხრეთ ევროპაში სხვა შემთხვევაც იყო 2017 წლის ზაფხულში, როდესაც ხალხი ზღვის ცხოველების გამო პანიკამ მოიცვა.ივნისის თვეში ესპანეთში, მალიორკას კუნძულზე ჩასული ტურისტები საფრთხეში აღმოჩდნენ, როდესაც სანაპიროს ზვიგენები დაესხნენ თავს.დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე დღით დაიკეტა სანაპირო და აიკრძალა ბანაობა.ხმელთაშუა ზღვაში 50-მდე ზვიგენია და ისინი ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშად არიან მიჩნეულნი. 458 2-ს მოსწონს
|