x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს საკრებულოში ფიზიკოსი იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

image
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში პირველივე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და ბიუროს შექმნა.


საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი გოგილაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ჯემალ კოტაშვილი; სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მიხეილ ბახუტაშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გივი გიგაური, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ნიკოლოზ ხუციშვილი.


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა იურიდიული განათლება გიორგი გოგილაშვილს, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 4 წლით აირჩიეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამგვარი განათლება არ აქვს. როგორც გაირკვა, პროფესიით ის ფიზიკოსია. გოგილაშვილი პარალელურად წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის ხელმძღვანელია. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო.


ამავე თემაზე: დედოფლისწყაროს „ახალი“ ძველი ხელისუფლება ჰყავს

2
228
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
228
  
2017, 26 ნოემბერი, 22:39
დაიკიდეთ რა?????? მთავარია ქოცების პარტბილეთი უდევს ჯიბეში. დანარჩენს მამა მარჩენალი არქიფო უკარნახებს. მოგ.....თ გამზდელი ყოფილებსაც ახლანდელებსაც და ვინც მოხვალთ იმათაც. ალალი გუკით და ჯანმრთელი ყ..თ
2017, 26 ნოემბერი, 7:37
ხმალაძის ჯგუფელი იქნება !
ჩვენში ნალბანდები სტომატოლოგობას არ მოიშლიან, თუკი უკბილოც და კბილმტკივარიც ნალბანდის გვარისა იქნა !
0 1 2