მამაკაცმა მკერდის ასაწევი სპეციალური სექსუალური ბიუსტჰალტერი კატის სატარებელ აქსესუარად ჩათვალა და კატას მოარგო
2017, 25 ნოემბერი, 18:31
ქალმა გადაწყვიტა მეუღლისათვის სიურპრიზი გაეკეთებინა და ჩინეთში სექს-შოპის მაღაზიაში ინტერნეტით შეუკვეთა ბიუსტების ასაწევი სპეციალური ქამრებიანი ბიუსტჰალტერი. ბედის ირონიით ამანათის მოტანისას კურიერს სახლში დახვდა ქალის ქმარი, რომელმაც მეუღლის დაუკითხავად გახსნა მოტანილი აქსესუარი და როცა თავი და ბოლო ვერ გაუგო, გადაწყვიტა, რომ ეს იყო აქსესუარი კატისათვის და კატას გაუკეთა აღნიშნული ბიუსტჰალტერი. კატას დიდად არ ეპიტნავა ბიუსტჰალტერით "შებოჭვა", მაგრამ რა ექნა საბრალოს იძულებული გახდა შეჩვეოდა. საბედნიეროდ საბრალო ფისოს დროულად მოუსწრო ოჯახის დიასახლისმა და მეუღლეს უჩვენა აღნიშნული ქამრის რეალური დანიშნულება. პ.ს ქმრებო ცოლის სახელზე მოსულ ამანათებს ნუ გახსნით დაუკითხავად, ასეთ უხერხულ სიტუაციაში, რომ არ აღმოჩნდეთ.