ხუმრობა იმის შესახებ, რომ მოდელის სტანდარტული საუზმე სალათის ფურცლებისა და ერთი ცალი კვერცხისგან შეგდება, ხშირად რელობას შეესაბამება. მართლაც, ასეთი საუზმე ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით არის გაჯერებული. მაგრამ რატომ სალათი? რატომ არა კომბოსტო? მაინც რა სასარგებლო თვისებები აქვს სალათის ფურცლებს? სალათის ფურცლები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, B9), ბეტა-კაროტინს, ასკორბინის მჟავას, E და PP ვიტამინებს. ეს კომპლექსი საკმარისია იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანოებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. სალათის ფურცლები შეიცავს ასევე მინერალებს: რკინას, კალციუმს, მაგნიუმს და კალიუმს. სალათის ფურცლების კალორიულობა
მწვანე სალათის ფურცლების კალორიულობა 12 კილოკალორიას არ აღემატება. ამიტომ უყვართ ის მოდელებსა და შოუბიზნესის ვარკვლავებს.
სალათის ფურცლების სასარგებლო გავლენა კუჭ-ნაწლავზე ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, შეიცავს პექტინს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მწვანე სალათის ფურცელი კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი. სალათი სასრგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით. სალათის ფურცლებში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში მინერალური მეტაბოლიზმის პროცესებში მონაწილეობენ და მრავალი ორგანოების სტაბილიზებულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
სალათის ფურცლის სამკურნალო თვისებები
- იმუნიტეტი
- მაღალი ქოლესტერინის დროს
- სიმსივნური წარმონაქმნების დროს
- ხველა
- ანემია
შენიშვნა: დისბაქტერიოზის იგივე დისიბიოზის დროს, სალათის ფურცლების მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი გადამუშავება ვერ ხერხდება. რჩევა: იმისთვის, რომ სალათის ფურცელმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები, უნდა შეინახოთ მაცივრის გარეთ. ასევე მისი დაჭრისთვის არ უნდა გამოიყენოთ დანა, მისი სტრუქტურა იმდენად თხელია, რომ თავისუფლად შეძლებთ ხელით სასურველ ფორმასა და ზომაზე დაქუცმაცებას. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით და იყავით ჯანმრთელები! გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!
ეს საინტერესოა: