x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნოსტალგია: 80-იანი წლების მივიწყებული როკ-ჰიტები
image

ახლა როდესაც გასული გასული საუკუნის 80-იანი როკ-ჯგუფების კლიპებს ვუყურებთ, მათი ჩაცმულობა და სასცენო იმიჯი მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ პაროდიულად გამოიყურება და ღიმილის მომგვრელია: პუდელივით დახუჭუჭებული თმა, ელასტიური შარვლები, სცენაზე აკრობატივით ფეხების ქნევა და გიტარისტების სინქრონული მოძრაობა, ახლა წლების გადასახედიდან საკმაოდ "გოიმურ" შთაბეჭდილებას სტოვებს..

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჯგუფები AC/DC, Mettalica, Guns N' Roses- ამ მოდას არ აჰყვნენ, ეტყობა "კოჭებშივე" ეტყობოდათ, რომ სწორედ ამ ჯგუფებს უნდა დაეკავებინათ ღირსეული ადგილი "უმაღლეს ეშელონში" led zeppelin-ის თუ Deep purple-ს გვერდით, ნაწილი ცნობილი ჯგუფებისა, რომელიც ახლაც აქტუალურია მაინც მოხვდა 80-იანი წლების მოდური ტრენდის ზეგავლენის ქვეშ(მაგ.Iron maiden, Scorpions, Bon jovi), ქვემოთ წარმოდგენილ კლიპებში არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფს არ შეხვდებით, პლეილისტში წარმოდგენილი სიმღერები შესაძლოა ბევრს მოსმენილიც ჰქონდეს და არც ახსოვდეს ვინ ასრულებდა, ბევრი ახალი თაობის როკის მოყვარულთათვის კი პრემიერაც იყოს, ყოველ შემთხვევაში ეს ჯგუფები და შემსრულებლები ძალზე პოპულარულები იყვნენ 80-იან წლებში, მათი კლიპები გამუდმებით ტრიალებდა მუსიკალურ არხებზე და ჰიტ-აღლუმებში საკმაოდ მაღალ ადგილებსაც იკავებდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "რაღაც მაინც აკლდათ" და ვერ შეძლეს "როკ-ელიტაში" ადგილის დამკვიდრება. ზოგიერთი მათგანი დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას და სტაბილური მსმენელიც ჰყავს.






























image

იხილეთ აგრეთვე

0
50
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0