x
image
Livingstone
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - "ჩე­მი ძა­ლა კონ­კრე­ტულ ტა­ძარ­ში არ არის, ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია "
image დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საკმოდ იშვიათ და ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს დღევანდელ სასულიერო პირებს შორის. ვისაც მოსმენილი აქვს მისი ქადაგება ან უნახავს სატელევიზიო გამოსვლა, ვფიქრობ იგივე შთაბეჭდილება შეექმნება რაც მე - ამ ადამიანის სიტყვები მისი ღრმა რწმენიდან მოდის.
ნამდვილად ვერ გამოვდგები თეოლოგიური ჭეშმარიტების დამდგენად, თუმცა, როგორც ყველა მორწმუნეს, ჩემისთანა ცოდვილსაც აქვს უფლება შეაფასოს ნათქვამი სიტყვა და მისი შესაბამისობა წმინდა წერილთან.
ჟურნალმა "ტაბულამ" გამოქვეყნა ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც მრავალმხრივაა საინტერესო. თავად "ტაბულა" ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდისტადაა ცნობილი, მაგრამ მკითხველისათვის თეოდორე გიგნაძეს პასუხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალისტის ინტრიგაჩაქსოვილი კითხვები.

გავყვეთ.


ID ბარათების შესახებ


"რო­ცა ამ ბა­რა­თებ­ზე მე­კით­ხე­ბი­ან, მე ვპა­სუ­ხობ – პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი მას­წავ­ლის, რომ დე­და­მი­წა­ზე არ არ­სე­ბობს ძა­ლა, არა­თუ ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ჩემ­სა და უფალს შო­რის დად­გე­ბა."

100 %-ით ვეთანხმები. როგორ შეიძლება ამ საკითხზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა? ყველას ექნება გაგონილი აპოკალიპსური წინასწარმეტყველებანი, რომლებსაც "უფლის ჩაგონებით" ავრცელებენ ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლები. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, შტრიხ-კოდი ეშმაკისეულია, ელექტრონული ბარათიც და ამ ყველაფრის მიღება ანტიქრისტეს უკვლავს გზას.

აბა უბრალოდ წარმოიდგინეთ - ვიღაც ღვთისმოსავი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს სახარებისეული მცნებებით იცხოვროს, ანტიქრისტეს მიმდევრად შეიძლება მხოლოდ იმიტომ იქცეს, რომ სახელმწიფომ ახალი ტიპის პირადობები დანერგა, ანდა სულაც გასტრონომში ერთი ბოთლი ზეთი იყიდა სამარხვო საჭმლის მოსამზადებლად. შეიძლება რომ ღმერთმა ასეთი რაღაც, რაც აშკარად ადამიანის კონტროლის მიღმაა, ცოდვად ჩათვალოს? მე უფალს უფრო სამართლიანად მივიჩნევ, ვიდრე ამ იდეების მქადაგებლები.



ეკლესიის სტატუსი


არა, მამა თეოდორეს უშუალოდ ამის თაობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ აი მისი ციტატა:

"ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი და სწრაფ­ვა ღვთი­სა­კენ ვერ შე­იზ­ღუ­დე­ბა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, ჩე­მი ჯაჭ­ვე­ბით უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვიო. ხომ სა­ო­ცა­რი სიტ­ყვე­ბია? ამი­ტომ არ აქვს ამას სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ბა. იმ
ავად­სახ­სე­ნე­ბელ კო­მუ­ნის­ტურ წლებ­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ
სა­მი სა­უ­კუ­ნე­ში რამ­დე­ნი წმინ­და­ნი შე­ე­მა­ტა ეკ­ლე­სი­ას? ხე­დავთ
რო­გორ ძლი­ერ­დე­ბა ამ დროს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი?"

რა თქმა უნდა ასეცაა. წარმოგიდგენიათ ქრისტეს მოციქულები რომელიმე მეფესთან იმის მოთხოვნით მისულები, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდესო? ქრისტიანობას უპირატესობა კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მიანიჭოს საკუთარ გულში და არა სახელმწიფოსაგან მიეცეს რაღაც პრეფერენციები. ამგვარად გავრცელებულ რწმენას აქვს მადლი უფლის თვალში, როგორც სახარება გვასწავლის.


სხვა ეკლესიებისათვის ტაძრების დაბრუნება


"რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბელს, არ მე­ში­ნია, რომ მო­ნო­ფი­ზი­ტებს, კა­თო­ლი­კე­ებს თა­ვი­ან­თი სა­ლო­ცა­ვე­ბი ჰქონ­დეთ. მი­მაჩ­ნია, რაც შე­ნია, შე­ნი უნ­და იყოს. ჩე­მი ძა­ლა კონ­კრე­ტულ ტა­ძარ­ში არ არის, ცოც­ხალ
ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ღმერ­თთან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია."

ოქრო სიტყვებია. ღმერთმანი, არ ველოდი ეკლესიის წარმომადგენელი თუ ამას იტყოდა შარშანდელი ისტერიის შემდეგ, როდესაც ზოგიერთი უღირსი მღვდელი იწყევლებოდა (!!!!!), არ გაბედოთ საპატრიარქოს ქონებასთან შეხებაო. რაღა თქმა უნდა, რომ ეკლესია უპირველესად სწორედ მართლმორწმუნეებია დ მხოლოდ ამის შემდეგ შენობა-ნაგებობები.

ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ ყოველივე ზემოთ თქმული არ ნიშნავს ქართული ეკლესიების "უპრაგონოდ" გასხვისებას. პირიქით, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართონ ქართული ისტორიული ძეგლების საქართველოს მფლობელობაში მოსაზიდად.


უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო დაფინანსებას


"ღვთის წი­ნა­შე გე­უბ­ნე­ბი – უსუ­სუ­რია მღვდე­ლი, რო­მელ­საც კე­ის­რის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა."


კომენტარის გარეშე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს აღფრთოვანებას ჭეშმარიტი მღვდელმსახურის ნათქვამისადმი.


უნდა ვიომოთ თუ არა დავით გარეჯისათვის


კითხვა ეხება მამა ილარიონის განცხადებას, თუ საჭირო გახდა, კიდეც უნდა ვიომოთო. თეოდორე გიგნაძე ასე ეხმაურება ამას:


"ჯერ კი­დევ ილია ამ­ბობ­და, რომ ხმლით ომის დრო წა­ვი­და. ჩვე­ნი ომი უნ­და იყოს გო­ნე­ბით და გუ­ლით და ცოდ­ნით. რა ომ­ზეა ლა­პა­რა­კი!"


როგორც იტყვიან - რომელსა ასხდნეს ყურნი, ისმინოს!!


ჩემთვის ეს ინტერვიუ სასიამოვნო გამონაკლისი გახდა ბოლო დროის რელიგიურ თემატიკაზე წაკითხული მასალებიდან. ყველას გირჩევდით, გაეცნოთ სრულ ტექსტს ქვემოთ მოცემულ ბმულზე:


http://www.tabula.ge/article-23048.html

2
362
9-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
362
  
2012, 10 სექტემბერი, 15:47
მე არ ვედრები რათქმაუნდა ამ დიდებულ მოძღვარს, მაგრამ ყველაფერში ვეთანხმები და სწორედ ამიტომ მიწოდებენ "გიჟს"... "ურწმუნოს"... და რა ვიცი კიდე რას..........
2012, 22 ივნისი, 22:32
ჩემი უსაყვარლესი მამა თეოდორეეე :)
0 1 2