ვარსკვლავები დრიუ პრესტა - ყველაზე არასტანდარტული მოდელი 2017, 22 ნოემბერი, 10:32 დრიუ პრესტა 21 წლის მოდელია, რომელიც ჯუჯის სინდრომით დაიბადა და სიმაღლეში დაახლოებით ერთი მეტრია. დრუ ბავშვობიდან რთული ცხოვრებით, აკოდროპლაზიის გამო ცხოვრობდა. გოგონას ბევრი დაცინვისა და დამცირების გადატანა მოუწია, თუმცა ამ ყველაფერმა უფრო გააძლიერა. დრიუ საცხოვრებლად ლოს-ანჯელესი გადავიდა და სამოდელო კარიერა დაიწყო. მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს - სრულიად გასცდეს და შეცვალოს მოდის ინდუსტრია.. „ მე მინდა ყველა ადამიანი იყოს დასაშვები მოდის სამყაროში.მინდა ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ნაკლის მიუხედავად გამოდიოდეს პოდიუმზე, ისევე როგორც სხვები. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა დაბალი ხარ თუ ინვალიდის სკამში ზიხარ“, - ამბობს დრიუ პრესტა. 212 2-ს მოსწონს
|