![რუსული Vogue-ს თვალით დანახული ანუკი
არეშიძე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/20171110111955164.jpg)
რუსულმა
Vogue-მ საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა თბილისის მერის - კახი კალაძის მეუღლეს ანუკი არეშიძეს და მის დიზაინერულ ნიჭს.
![რუსული Vogue-ს თვალით დანახული ანუკი
არეშიძე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111010392879676.jpg)
Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე კულისებიდან გამოიქცა მორცხვი, გამხდარი გოგონა, რომელიც უხერხულად გრძნობდა თავს აუდიტორიის წინაშე და უცებ მიიმალა კულისებს მიღმა. მეორე კვირეულის ფარგლებში კი ანუკი ცდილობდა შეჩვეოდა თავის სტატუსს და უფრო მტკიცედ ეჭირა თავი - წერს
Vogue თავის სტატიაში ანუკის შესახებ.
Vogue აღნიშნავს, რომ ანუკი ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა მილანში და მისი ბრენდი არსებობის 4 წლის მანძილზე საოცრად დიდი პოპულარობით სარგებლობს.
![რუსული Vogue-ს თვალით დანახული ანუკი
არეშიძე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111010394079676.jpg)
თვითონ ანუკი კი თავდაბალი და ცოტათი მორცხვი გოგონაა, მაყურებელის წინაშე ის ყოველთვის სერიოზული სახით არის და თავი ღირსეულად უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ეს ლამაზი და დახვეწილი ფიგურის მქონე გოგონა სამი შვილის დედაა. ის იდეალური ქართველი ქალია - მზრუნველი, მეოჯახე, ქალური და ელეგანტური - ამბობს
Vogue.
![რუსული Vogue-ს თვალით დანახული ანუკი
არეშიძე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111010395279676.jpg)