სისხლის სამართალი თბილისში ტერორისტების განეიტრალების სპეც-ოპერაცია მიმდინარეობს 2017, 22 ნოემბერი, 8:47
ტერორისტების ადგილსამყოფელი სპეც-დანიშნულების რაზმებმა შტურმით აიღეს დილის 5-6 საათზე, სროლა და აფეთქებების ხმაც სწორედ ამ დროს ისმოდა.ამ დროისათვის შტურმი დასრულებულია, თუმცა დამატებითი ძალების მობილიზება ხდება და მოსახლეობა კვლავაც ქუჩაშია, მათ სამართალდამცავები არ აძლევენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების უფლებას. ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.უცნობია ასევე, არის თუ არა მსხვერპლი და არიან თუ არა დაჭრილები.მოსახლეობის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეც-დანიშნულების თანამშრომელი და აყვანილია ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 317 2-ს მოსწონს
|