ნამცხვრები კაკაოს უგემრიელესი ნამცხვარი 2017, 21 ნოემბერი, 18:19 უგემრიელესი კაკაოს ნამცხვრის მომზადება საკმაოდ მარტივია, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ: შაქარი, კაკაო, კვერცხი, ცხიმი, მაწონი, საკვბი სოდა და ფქვილი. მაშ ასე, დავიწყოთ: ავიღოთ სამი საშუალო ზომის ჭიქით შაქარი და მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ ერთი შეკვრა კაკაო, მოურიოთ კარგად, შემდეგ დავუმატოთ 3 ცალი კვრცხი და ისევ მოურიოთ შემდეგ, გვერდით პატარა ქვაბში ან ტაფაზე დაწვით 100 გრამი კარაქი, დაელოდეთ ოდნავ შეგრილებას და ჩაუმატეთ მასაში, ისევ კარგად მოურიეთ, შემდგ აიღეთ ნახევარი ლიტრა მაწონი, მასში ჩაყარეთ ერთნახევარი ჩაის კოვზი სოდა, დაუმატეთ მასაში და განაგრძეთ რევა, შემდეგ ჩაამატეთ 4 - 5 ჭიქა ფქვილი, მასა უნდა იყოს სქელი არაჟანის მსგავსად. ყველაფერი ეს დაასხით ცხელ ცხიმწასმულ ჟარონაზე და გამოაცხვეთ. ნამცხვარი გამოვა საკმაოდ ფუმფულა და ჰაეროვანი ზემოდან მოუსვით შოკოლად ი და ზემოდან დააყარეთ დაქუცმაცებული თხილი.. მიირთვით გემრიელად 1942 3-ს მოსწონს
|