ნამცხვრები ბისკვიტის რულეტი - უგემრიელესი რეცეპტი 2017, 18 ნოემბერი, 16:12 საჭირო ინგრედიენტები: კვერცხი, შაქარი, ვანილი, ფქვილი. ავიღოთ 8 კვერცხის ცილა და ამოვიყვანოთ კარგად, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი ცილიგან გამოცალკევებული გულები და ასევე კარგად ვურიოთ, მიღებულ მასას თანდათან ვუმატოთ 8 სუფრის კოვზი შაქარი შემდეგ ჩავყაროთ ერთი ან ორი ცალი ვანილი და შემდეგ ისევ თანდათანობით ვუმატოთ 8 სუფრის კოვზი ფქვილი. მიღებული მასა დავასხათ ცხელ, ცხიმწასმულ ჟარონაზე და გამოვაცხოთ. ბისკვიტი ჟარონაზე მალე ცხვება, ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ არ დაწვას. ბისკვიტის რულეტის მომზადების მთავარი პრინციპი არის ის რომ მის გაცივებამდე უნდა მოასწროთ მისი დანამვაც კრემის ან ჯემის წასმაც და გადახვევაც, რადგან თუ გაცივდა გადახვევის დროს ის დატყდება, ბოლოს ზემოდან შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოასხათ მინანქარი ან დაფშვნილი ორცხობილა, თხილი და ის, რაც თქვენს გულს გაუხარდება. გემრიელად მიირთვით!! 383 1-ს მოსწონს
|