x
image
ნინო მესხიძე
რატომ გვემახსოვრება მუდამ აზედინ ალაია
image

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული დიზაინერი და მსოფლიო მოდის წამყვანი პერსონა აზედინ ალაია - 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას მოდის სამყაროში Cristóbal Balenciaga-ს, Hubert de Givenchy-ს, Yves Saint Laurent-ს გვერდით ამაყად ეჭირა თავი და ქმნიდა საოცრებებს.

image


აზედინ ალაია დაიბადა და გაიზარდა ტუნისში. სწორედ იქ დაამთავრა ხელოვნებისა და კულტურის სკოლა სკულპტურის განხრით. მომავალი დიზაინერი სკულპტურობას არ აპირებდა. ის უფრო ხელოვნების ისტორიით იყო დაინტერესებული. მაგრამ სწავლების წლებს უშედეგოდ არ ჩაუვლია - ფორმის შეგრძნება გახდა მაესტროს მთავარი კოზირი.

image

აზედინი ქალურ სილამაზეს აღმერთებდა და შეეძლო ნებისმიერი ფიგურის ქალი ნამდვილ დედოფლად გადაექცია. სწორედ ამიტომ მას უწოდეს - The King of Cling.

image

მომხმარებლები მის კაბებში ნამდვილ ქანდაკებებს ემსგავსებოდნენ და დიზაინერის თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა.

image

შავი პანტერა - ალაიას მუზა...

imageimageimageimage

გარდა კაბებისა, დიზაინერის შექმნილი აქსესუარები არანეკლები პოპულარობით სარგებლობს. მათში ერთი შეხედვით იგრძნობა ქალურობა და სექსუალურობა.

image

ალაია თანდათან კლასიკად იქცა. მას აღარ სურდა ფრანგული მოდის წესებით მოქმედება და1992 წლიდან განცალკევება ამჯობინა. ამის შენდეგ ის მაშინ მართავდა ჩვენებებს, როცა თვლიდა, რომ რაღაც ახალი ქონდა საჩვენებელი მაყურებელთათვის.imageimageimageimageimageimage

ის იყო თავისუფალი ჩარჩოებისგან. ქმნიდა იმას, რასაც თვლიდა საჭიროდ. არ ემორჩილებოდა მოდის სტანდარტებს და ბოლომდე თავისი ხედვა გააჩნდა. ალაიასთვალით დანახული ქალი ყოველთვის და ყველგან იყო ქალური და სექსუალური...

image


0
80
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0