პროფილაქტიკა რატომ არ შეიძლება წყლის მეორედ ადუღება? 2017, 20 ნოემბერი, 11:10 წყალს, როგორც ბუნებრივ ელემენტს, ადამიანის ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არამარტო ადამიანის, ზოგადად, დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ადამიანის ორგანიზმის 80% წყლისგან შედგება. წყალს ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ონკანიდან ვავსებთ და ვსვამთ. თითქმის ყველა ქვეყანაში მდინარის გაფილტვრის შემდეგ, მას ქლორს ამატებენ და ეს წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში. ონკანის წყლის დალევა არ არის რეკომენდირებული, რადგან მასში ბევრი ბაქტერიაა. ამ მავნე ბაქტერიების მოსაშორებლად კი, წყალი უნდა აადუღოთ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები სიცოცხლის უნარს კარგავენ. თუმცა, არც მუდმუვად გადადუღებული წყლის დალევაა რეკომენდირებული. რატომ არ შეიძლება წყლის ორჯერ ადუღება? ჩვენ ხშირად გვეზარება წყლის შეცვლა და ერთსა და იმავე წყალს ვადუღებთ ჩაისა და ყავის მოსამზადებლად. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რატომ არ უნდა გააცხელოთ ხელმეორედ წყალი: 1. პირველ რიგში, ასეთ წყალს გემო ეკარგება. პირველადი ადუღების შედეგად გარკვეულწილად კარგავს გემოს, მაგრამ მეორე ჯერზე უკვე უგემური ხდება; 2. ადუღებული წყალი არის „მკვდარი“. ყოველი დუღილის შემდეგ მასში ჟანგბადი კვდება და გამოსაყენებლად უვარგისია; 3. იზრდება მინარევების კონცენტრაცია. წყლის რაოდენობა დუღილთან ერთად კლებულობს და შესაბამისად რჩება მცირე წყალი და დიდი რაოდენობით ნალექი; 4. დუღილის შედეგად გამოიყოფა ქლორის დიოქსინები, რომლებიც არსად არ ქრება და არც ორთქლდება. წყლის განმეორებით ადუღებისას კი, მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ასეთი წყლის მიღებისას კი დიოქსინებს თირკმელები შეიწოვს, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. როგორ გავაცხელოდ წყალი სწორად? 1. გააცხელეთ მხოლოდ სუფთა წყალი; 2. არ დაამატოთ ან შეურიოთ სუფთა წყალს გადადუღებული წყლის ნაშთები; გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს! 1913 6-ს მოსწონს
|