სალათები უგემრიელესი ბადრიჯნის სალათა 2017, 19 ნოემბერი, 22:22 ავიღოთ 7 - 8 ცალი ბადრიჯანი და დავჭრათ კუბიკებად, ასევე ავიღოთ 3 - 4 ცალი წითელი ბულგარული, ისიც ასევე პატარა ნაჭრებად დავანაწევროთ და ორივე ერთად კარგად მოვთუშოთ ტაფაზე, მოთუშული ბადრიჯანი და ბულგარული ცოტახნით დავტოვოთ თასში, რომ ის გაცივდეს, შემდეგ დავჭრათ ცოტა ქინძი და დავნაყოთ - გადავატაროთ 2 კბილი ნიორი, ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ საჭირო რაოდენობის მაიონეზი და ასევე მარილი გემოვნებით. ჩვენი სალათიც მზად არის, გემრიელად მიირთვით. 164 1-ს მოსწონს
|