სხვა რა ელით მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს? 2017, 17 ნოემბერი, 22:42 მორიელის ზოდიაქოს ერთბაშად ორი, ძლევამოსილი პლანეტა მართავს-პლუტონი და მარსი, რის ხარჯზეც ადამიანები, რომელთაც ბედმა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე არგუნა დაბადება მებრძოლი სულით, გასაოცარი ფსიქოლგიური სიძლიერით, მანიპულაციისა და სხვების მართვის ნიჭით, რთულზე რთული ხასიათით არიან დაჯილდოვებულნი.
არასოდეს ცდილობენ მოერგონ საზოგადოებას, რევერანსები უკეთონ ვინმეს; გამოკვეთილი პრინციპულობით, შურისმაძიებლობით და ცივი გონებით დაააჯილდოვა ბუნებამ. მათთვის მარტივია ცხოვრება სირთულეებით, ამიტომ ტოგორც წესი, წყნარი და იოლი გზებით სვლა არც ერთ მორიელს არ იზიდავს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით უკიდურესობებით გამორჩეული ხალხი იბადება. მისთვის არ არსებობს ოქროს შუალედი, თუ შრომობს გულსა და სულს დებს ამაში, თუ გაზარაცდა, უდიდეს და უჭკვიანეს პარაზიტად იქცევა. თუ უყვარს მზადაა სიცოცხლე გასწიროს საყვარელი ადამიანებისათვის, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, სიძულვილის გზაზე შედგეს.
მორიელის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან კრეატიულები, მომთხოვნი, ერთგულნი, აქვთ უნარი საუთარი თავი ბოლომდე გამოავლინონ. ამჟამად, მზე, მთვარე, ვენერა და იუპიტერი არიან მორიელში, ეს ხდება თორმეტ წელიწადში ერთხელ, რაც მორიელებისათვის დიდი წარმატების მომტანია და დადებითად აისახება მათზე. 2010 6-ს მოსწონს 1-ს არა
|