რელიგია კანფეტების წვიმა კახეთში 2017, 17 ნოემბერი, 23:01 ![]() ![]() საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილება შეაჩერა, იმის გამო, რომ ვერტმფრენში ისხდნენ მღვდლები, რომლებიც კახეთის სოფლებში ბავშვებს კამფეტებს უყრიდნენ. _ იტყობინება მედია, სამინისტროს მითითებით. ![]() კამფეტების წვიმა ცვიოდა სოფლებში: შილდა, ენისელი, გრემი, ალმათი და საბუე, დიდი დასვენების დროს. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოხდა. როგორც მედია იტყობინება კამფეტები ნაკურთხი იყო. მოგვიანებით ამაზე ისაუბრა პატრიარქმა-ილია მეორემ. “ რა მოხდა? მღვდლებმა ბავშვებს კამფეტები აჩუქეს. მერე რა? შეიძლება ეს რაღაც ნორმებში არ ჯდება, მაგრამ ხომ არ დავაპატიმრებთ ამ სასულიერო პირებს?- დასვა კითხვა პატრიარქმს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი უკვე გამოძიებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ. 150 9-ს მოსწონს
|