x
image
Maia kordzadze
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველიშია
image

თბილისში, 4 საუკუნის შემდეგ, წმიდა მოწამე ქეთევან დედოფალის ნეშთის ნაწილები ჩამოიტანეს.


თბილისის აეროპორტში მათ დახვდათ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიების მრევლი.

მანამდე, პატრიარქი ლოცვებს აღასრულებდა. სიწმინდეები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება.


ხვალ, 24 სექტემბერს, სიწმინდეები წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოიფინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვას აღავლენს.



დაახლოებით 11:00 საათზე, ეროვნული მუზეუმიდან, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სიწმინდეებს გადმოაბრძანებენ. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ თაყვანი სცენ წმინდა ქეთევან წამებულს..

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, სიწმინდეების კიდობანს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც ის 26 სექტემბერს, ქეთევან წამებულის ხსოვნის დღეს იქნება.


image

შემდეგ წმიდა ნაწილები გამოიფინება სხვადასხვა ეპარქიებში, იტყობინება "ინტერპრესნიუსი".



0
77
11-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0