საზოგადოება საშინელი რეალობა - ბიჭის ყოლის სურვილით არ დაბადებული გოგონები 2017, 16 ნოემბერი, 17:32 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემებით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა გამოიკვეთა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 - გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი - 59 249-ს. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა. ვინ არის ოჯახში უფროსი? ვისი აზრი არის გადამწყვეტი? ქალს უფრო მეტი უფლება აქვს ოჯახში თუ მამაკაცს? მოითმინოს ქალმა მამაკაცისგან დამცირება თუ ოჯახი დაანგრიოს? აუცილებელია ბიჭის გაჩენა ყველა ოჯახში? ამ შეკითხვებზე ისეთ პასუხებს მიიღებთ, რომ საუბრის გაგრძელებასაც ვეღარ შეძლებთ.. მოდით სხვაგვარად გავშალოთ თემა: ჩაისახა პატარა დედიკოს მუცელში... თითქოს მზის სხივი შემოიჭრა და ქალის სხეულში დაიდო ბინა.. ის სულ ციცქნაა.. დაუცველი... მხოლოდ დედიკოთი არსებობს და საზრდოობს.. ისაა მისი მფარველი ანგელოზი. მშობლებსაც უხარიათ... იქნებ ეხლა მაინც იყოს ბიჭი ფიქრობს ოჯახი.. აი სქესის გაგების დღეც.. ისევ გოგოა?!!
პატარა გოგონას კი ბრმად მინდობილს დედაზე მშვიდად ძინავს..
დედა უძლურია, მისი აზრი ხომ გადამწყვეტი არ არის. მას არ აქვს სამსახური, ხელფასი, სად წავიდეს? რითი გაზარდოს ბავშვები? სხვა გზა არ არის...
არდაბადებულ, გაბუტულ გოგონას კი დღემდე ვერ გაუგია რატო ვერ ჩაეხუტა თავის დედიკოს...
39 4-ს მოსწონს
|